LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი შერიგება – დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სახლში დაბრუნდნენ

1625
BeFunky-collage

დედოფალ ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი უინძორში დაბრუნდნენ. სწორედ ჰარისთან და მეგანთან ერთად გამოვიდნენ ხალხთან შესახვედრად, პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი.

ჰარიც და მეგანიც უინძორის სასახლიდან შავებში ჩაცმული გამოვიდნენ და სასახლესთან შეკრებილ ხალხს შეხვდნენ. ამ კადრს მედიამ დიდი შერიგება უწოდა.

ამ დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მეგან მარკლი უინძორში მისვლას არ გეგმავდა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ელისაბედ მეორეს 19 სექტემბერს დაკრძალავენ.

დედოფლის დაკრძალვის დღე დიდ ბრიტანეთში გარდაცვლილი მონარქის პატივსაცემად უქმედ გამოცხადდა. დაკრძალვის ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება.

დედოფლის გარდაცვალების გამო, დიდ ბრიტანეთში ეროვნული გლოვა გამოცხადდა და ის მის დაკრძალვამდე გაგრძელდება.

სამი შარვალი, მაშველის დიპლომი და კინოროლი ,,ჯეიმს ბონდში” – უცნობი ფაქტები დედოფალ ელისაბედზე

დედოფალი ელისაბედი – მონარქის უიშვიათესი ფოტოები და  ტრაგედიები, რომელსაც ის თავაწეული ხვდებოდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები