LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალი ელისაბედი – მონარქის უიშვიათესი ფოტოები და  ტრაგედიები, რომელსაც ის თავაწეული ხვდებოდა

515
ელისაბედიი

დედოფალი ელისაბედი გარდაიცვალა, სწორედ ამიტომ 2022 წლის 8 სექტემბერი სამუდამოდ შევა ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი თარიღი. ელისაბედი 70 წლის მანძილზე მართავდა ქვეყანას და ამით ყველაზე ხანგრძლივი დროით, ქვეყნის მმართველი მონარქის ტიტულიც მიიღო. ის იყო სტაბილურობისა და ტრადიციების გარანტი ყველა ბრიტანელისთვის.

ელისაბედი იყო უდიდესი ისტორიული ფიგურა, სიძლიერისა და სიმტკიცის სიმბოლო. ცნობილია, რომ დედოფალი გარდაიცვალა ბალმორალის  რეზიდენციაში, ოჯახის წევრების გარემოცვაში.

მოდით გავიხსენოთ, ყველაზე საინტერესო ფაქტები მონარქის შესახებ და ვნახოთ უიშვიათესი ფოტოები, რომლებიც მედიისთვის დიდი ხნის მანძილზე, მიუწვდომელი იყო.

 

მოულოდნელი ტიტული

ბავშვობაში მომავალი დედოფალი, ვერც კი იფიქრებდა, რომ ოდესმე ამ საპატიო ტიტულის მფლობელი გახდებოდა. ის გახლდათ იორკის ჰერცოგის უფროსი ქალიშვილი და გახლდათ მხოლოდ მესამე, ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეთა სიაში. მოხდა ისე, რომ ელისაბედის ბიძა, ედუარდ მერვემ უარი თქვა ტიტულზე, რადგან იქორწინა ქალზე, რომელიც სამეფო ოჯახისთვის მიუღებელი იყო. ტახტზე ავიდა ელისაბედის მამა ჯორჯი. შესაბამისად, პატარა ლილიბეთი, მემკვიდრეთა სიაში, მეორე ადგილზე გადავიდა. პრინც ფილიპზე ქორწინებიდან 5 წელიწადში, ელისაბედი მეუღლესთან ერთად კენიაში იმყოფებოდა, როცა მას მამის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს, მისი კორონაცია 1953 წლის ივნისში გაიმართა.

დედოფალი სახელად „ლილიბეთი“

ლილიბეთი –  დედოფალს ბავშვობიდან სწორედ ამ სახელით მოიხსენიებდნენ. მონარქის მამა ხშირად ამბობდა, „ლილიბეთი, ჩემი სიამაყეა, მარგარეტი კი, სიხარული.“ სხვათა შორის, დედოფალი პრინც ფილიპს, გამოსამშვიდობებელ წერილში, სწორედ ამ სახელით დაემშვიდობა.

დედოფლის რეკორდები

ელისაბედი გახდა პირველი მონარქი, რომელმაც 2007 წელს ბრილიანტის ქორწინების იუბილე იზეიმა, ხოლო 2017 წელს, პლატინის იუბილე. მხოლოდ 50-მა მონარქმა მოახერხა, ემართა ქვეყანა 50-ზე მეტი წლის მანძილზე. მან შეძლო და გაიარა უდიდესი ეპოქა ქვეყნის ისტორიაში, მოესწრო რა 17 პრემიერ-მინისტრს.  2016 წელს ის ყველაზე ხანგრძლივი დროით ქვეყნის მმართველ მონარქად დასახელდა.

ტრაგედია

1992 წელი იყო ყველაზე მძიმე დედოფლის ცხოვრებაში. სწორედ ამ პერიოდში  განქორწინდა დედოფლის სამივე შვილი. 19 მარტს პრინცი ენდრიუ დაშორდა სარა ფერგუსონს, 23 აპრილს პრინცესა ანა, მარკ ფილიპს, ხოლო 8 ივნისს ოფიციალურად დაშორდნენ პრინცესა დაიანა და პრინცი ჩარლზი. სწორედ ამ დროს გამოვიდა ენდრიუ მორტონის სკანდალური წიგნი, რომელიც დაიანას მემუარების მიხედვით შეიქმნა და სწორედ ამ წიგნმა, უდიდესი ზიანი მიაყენა სამეფო ოჯახის რეპუტაციას.

დედოფლის უნიკალური ჩანთები

ყველამ იცის, რომ დედოფლის ჩანთების უნიკალური კოლექცია, არ არის მხოლოდ მოდური აქსესუარების კრებული. ჩანთა ლილიბეთისთვის ყოველთვის იყო კომუნიკაციის უნიკალური ფორმა. ისტორიკოსები ამბობენ, რომ როცა დედოფალი ჩანთას მაგიდაზე დებდა, ეს ნიშნავდა, რომ ის მალე მიდიოდა შეხვედრიდან. როცა ჩანთა იდო იატაკზე, დედოფალს მოსწონდა მოსაუბრე და ამას ჟესტით  მიანიშნებდა. რაც ეხება ბრენდს, ყველაზე მეტი ჩანთა დედოფლის კოლექციაში, „ლაუნერის“ ბრენდისაა. დედოფლის გარდერობში დაახლოებით 200 ჩანდა იყო, თითოეულის ღირებულება, დაახლოებით 2500 ფუნტი სტერლინგია.

უპირობო სიყვარული ძაღლების მიმართ

ყველამ იცის, რომ დედოფალს ძალიან უყვარდა ცხოველები. პირველი ძაღლი სახელად სიუზენი, მას 18 წლის იუბილეზე აჩუქეს. ყოველი მომდევნო ძაღლი, სწორედ პირველად ნაჩუქარი ულამაზესი სიუზენის შთამომავალია. ამ დინასტიის ბოლო წარმომადგენელი უილო, 2018 წელს დაიღუპა.

დედოფლის მდგომარეობა დამძიმდა – ბუკინგემის სასახლეში საგანგებო შეკრება ჩაინიშნა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები