LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალი ელისაბედ II უინძორების სასახლის საგვარეულო საძვალეში დაკრძალეს

194
უსათაურო დიზაინი (7)

გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონიის საჯარო ნაწილი დასრულდა. ცხედარი უინძორის სასახლის წმინდა გიორგის ეკლესიაში, აკლდამაში ჩაასვენეს. მოგვიანებით დაკრძალვის ცერემონია ვიწრო წრეში, ოჯახის წევრების თანხლებით გაგრძელდება. წმინდა გიორგის ეკლესიაში ჩატარებულ მსახურებას 800-მდე ადამიანი ესწრებოდა. ცერემონიის დასრულებისას გამოცხადდა დედოფლის ყველა ტიტული და დაუკრეს გამოსამშვიდობებელი მელოდია. არქიეპისკოპოსმა დალოცა მეფე ჩარლზი მესამე და გაჟღერდა ეროვნული ჰიმნი.

უინძორში გადასვენებამდე სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა ვესტმინსტერის სააბატოში, რომელსაც 2 000 ათასი ადამიანი ესწრებოდა. ცერემონიას სამეფო ოჯახის წევრები, პარლამენტის წევრები, ქვეყნის მოქმედი და ყოფილი პრემიერ-მინისტრები და სპეციალურად ამ დღისთვის ბრიტანეთში ჩასული სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები დაესწრნენ – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მეუღლესთან, ჯილ ბაიდენთან ერთად, კანადის პრემიერ-მინისტრი, საფრანგეთის პირველი პირი და სხვა ლიდერები.

ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

სამგლოვიარო ცერემონია ვესტმინსტერის სასახლიდან დაიწყო, შემდეგ დედოფალი სააბატოში გადაასვენეს. ვენსტმინსტერის სააბატოში 96-ჯერ დარეკეს ზარები.

დედოფალი ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის სამეფო ტახტს 70 წლის განმავლობაში იკავებდა.

გლოვა გაერთიანებულ სამეფოში 26 სექტემბრამდე გაგრძელდება.

დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, მისი 73 წლის ვაჟიშვილი ჩარლზი ავტომატურად გახდა გაერთიანებული სამეფოს და თანამეგობრობის ქვეყნების მეფე.

უინძორების (1917 წლამდე საქსე-კობურგი და გოთა) დინასტიის წარმომადგენელი, ელისაბედ ალექსანდრა მერი ტახტზე ავიდა 1952 წლის 6 თებერვალს, გვირგვინი დაიდგა 1953 წლის 2 ივნისს.

ელისაბედ II იყო თანამეგობრობის წევრი 15 სახელმწიფოს, მათ შორის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და კანადის მეთაური, ასევე ანგლიკანური ეკლესიის საერთო მეთაური, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.

დედოფალ ელისაბედ მეორესთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე არ მიუწვევიათ რუსეთის, ბელარუსისა და მიანმარის (ყოფილი ბირმის) წარმომადგენლები. ბრიტანეთის მონარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი პუტინი მხოლოდ სამძიმრის წერილით შემოიფარგლა. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ოფიციალური პირები “არც აპირებდნენ მონაწილეობას” დაკრძალვის ღონისძიებებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები