LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფლის მდგომარეობა დამძიმდა – ბუკინგემის სასახლეში საგანგებო შეკრება ჩაინიშნა

235
ელისაბედი

ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედი შეუძლოდაა. ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი დასავლური გამოცემები ავრცელებენ. ცნობილი ხდება, რომ ბუკინგემის სასახლეში უკვე მივიდა ექიმთა ჯგუფი და 96 წლის მონარქი სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშაა.

უკვე ცნობილია, რომ ბუკინგემის სასახლეში საგანგებო შეკრება ჩაინიშნა. პრინცი ჩარლზი და კამილა პარკერ-ბოულზი უკვე გაემგზავრნენ დედოფალთან. საგანგებოდ შეწყვიტეს ოფიციალური შეხვედრები უილიამმა და ქეით მიდლტონმაც.

96 წლის დედოფალი ელისაბედი დახურულ წვეულებაზე ულამაზესი მოსასხამით გამოჩნდა

დედოფალმა ელისაბეთმა ძაღლებისთვის ახალი სუნამო გამოუშვა, რომლის ფასი 13 დოლარია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g