ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი აქვეყნებს კვლევას, საიდანაც ირკვევა, რომ 2019 წელს 20-21 ივნისის მოვლენების დროს გამოკვლეულთა 76%-ს დაზიანებები სხეულის ზედა ნაწილში აღენიშნებოდა, რაც ნიშნავს, რომ ტყვიების სროლა დამიზნებით ხდებოდა.
მისივე განცხადებით, კვლევაში 20-21 ივნისის მოვლენა შეფასდა, როგორც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული, სადაც იყო არაადამიანური მოპყრობა. ჯიშკარიანის თქმით, კვლევის ერთი თავი გამოძიების არაეფექტურობის საკითხს ეთმობა.
„ემპათიას“ კვლევა, 20 ივნისის მოვლენებს მიეძღვნა, რომელიც შემდგომში „გავრილოვის ღამითაა“ ცნობილი. მთავარ ამოცანას წარმოადგენდა გაგვერკვია – ეს სასტიკი სპეცოპერაცია იყო სადამსჯელო მიზნით, თუ ეს იყო გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობის გამო. ასევე აღმოჩნდა კიდევ ორი ძირითადი პრობლემა – დაირღვა თუ არა საოკუპაციო კანონი. ამასთან, წარმოიშვა საკითხი, რამდენად იყო ლეგიტიმური შს მინისტრის მხრიდან პარლამენტის შიგნით ძალაუფლების განკარგვა, გამოძევება დეპუტატებისა და ჟურნალისტების, რომლებსაც საშვი ჰქონდათ. გარდა ამისა, კვლევაში სტატისტიკური მონაცემები არის, რომ 76%-ს გამოკვლეულთა დაზიანებები აღენიშნებათ სხეულის ზედა ნაწილში, რაც ნიშნავს, რომ ტყვიებით სროლა დამიზნებით იყო. თვითონ მოვლენაც შეფასებული იქნა, როგორც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული, იყო არაადამიანური მოპყრობა! ასევე, კიდევ ერთი თავი გამოძიების არაეფექტურობის საკითხს ეთმობა“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.