“შშმ გერს 4 თვის განმავლობაში არაადამიანურად ეპყრობოდა, ჩაკეტილი ჰყავდა მცირე ზომის სათავსოში, დაზარალებულს ანორექსია განუვითარდა” – პროკურატურის ცნობით, ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტში მოხდა. დანაშაული შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
