LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20-26 თებერვლის სასიყვარულო ჰოროსკოპი

243

გაიგეთ რა ელოდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს სიყვარულში:

ვერძი

ამ კვირაში, პირად ურთიერთობაში მცირე დაძაბულობა იჩენს თავს. ეცადეთ ეს დაძაბულობა პარტნიორზე არ გადაიტანოთ. თუ გიჭირთ სამსახურებრივი პრობლემებიდან გამომდინარე ბრაზის მოთოკვა, ჯობია რამდენიმე დღე მარტო გაატაროთ.

კურო

ქაოსური კვირა გელით, თუმცა ეს გარემოებები საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენს. ბოლო პერიოდში გაჩენილ მცირე გაუგებრობებს კი სწორი კომუნიკაციით მოაგვარებთ.

ტყუპები

ამ კვირაში, შესაძლოა, ყველასგან განმარტოება მოგინდეთ. სანამ გარესამყაროს მოწყდებით, გააფრთხილეთ საყვარელი ადამიანი და აუხსენით არსებული ვითარება. თუ სწორ აქცენტებს დასვამთ, ეს რთული პერიოდი უმტკვინეულოდ ჩაივლის.

კირჩხიბი

დაძაბული კვირა გელით. ბოლო დროს დაგროვილ წარუმატებლობებს თქვენს პარტნიორს აბრალებთ, რაც დიდ უთანხმოებას გამოიწვევს. სანამ სხვისკენ გაიშვერთ თითს, კარგად დაფიქრდით, იქნებ თქვენ ხართ ამ უშედეგობის მიზეზი.

ლომი

ლომებისთვის საუკეთესო კვირა იქნება.თუ პარტნიორთან სერიოზული ურთიერთობა გაქვთ, ამ კვირაში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგათ. ასევე, წარმატებული კვირა იქნება კარიერული კუთხითაც.

ქალწული

თუ ურთიერთობა ახალი დაწყებული გაქვთ, შესაძლოა, ძალიან აჩქარდეთ  და ისეთი დეტალების გამხელა მოინდომოთ, რაც ამ ეტაპზე ნაადრევია. სასურველია ცოტა დრო მისცეთ მეორე ნახევარს, რადგან იგი დიდი ალბათობით გულახდილობისთვის მზად არ არის.

სასწორი

რთული კვირა გექნებათ. ბევრი ემოციების და აფეთქებების გამო, ტონუსში იქნებით. ეცადეთ ეს ყველაფერი გააკონტროლოთ და რა მთავარია პარტნიორზე არ გადაიტანოთ. პირიქით, სიმშვიდე სწორედ პარტნიორთან მოიპოვეთ.

მორიელი

თუ მარტო ხართ და საოცნებო მეორე ნახევარს ეძებთ, ეს კვირა სწორედ ამის შანსს გაძლევთ. თქვენი სასიყვარულო ცხოვრება მალე შეიცვლება. გაიცნობთ საინტერესო და მხიარულ ადამიანებს.

მშვილდოსანი

პარტნიორის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავთ, რადგან გეჩვენებათ რომ იგი ნაკლებ ყურადღებას გამოხატავს. ეს ეჭვები დააზარალებს არსებულ ურთიერთობას. სანამ მკვეთრ ნაბიჯს გადადგამთ, კარგად დაფიქრდით.

თხის რქა

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების კვირა გექნებათ. ეს უმეტესწილად უკავშირდება საქორწინო კონტრაქტს, რაც თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. თუ ურთიერთობას გადარჩენა ესაჭიროება, ამისთვის გეგმასაც დასახავთ.

მერწყული

ეს კვირა განსაკუთრებით სასარგებლო მარტო მყოფი მერწყულებისთვის იქნება, რადგან პაემნის რამდენიმე შანსი გამოგიჩნდებათ. ამ შანსების სწორად გამოყენების შემთხვევაში, წარმატებას მიაღწევთ.

თევზები

თევზებისთვის ეს ემოციების გამოხატვის კვირა იქნება. იმას, რაც ასე გტანჯავთ, გასაქანი მიეცით და გათავისუფლდით. ამ დისფორიებს პირადი ურთიერთობის გართულებაც განაპირობებს. კვირის ბოლოს სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.

magti 5g