LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მკვლელმა სისტემამ წაართვა სასწორი” – გიორგი ჩალაძე

167
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, გიორგი ჩალაძის ინფორმაციით, გასული ღამე მიხეილ სააკაშვილისთვის ყველაზე მძიმე იყო.

„გასული ღამე პრეზიდენტი სააკაშვილისთვის შეიძლება ითქვას ყველაზე მძიმე იყო. ფაქტობრივად არ სძინებია არც მას და არც მედ პერსონალს. გაუსაძლისი ტკივილები ვერაფრით გაუყუჩეს.

გაუსაძლისი, გაუყუჩებელი ტკივილის გარდა, სამწუხაროდ მკვლელმა სისტემამ წაართვა სასწორი.

ის ერთადერთი საშუალება რითაც მას, ადვოკატებს და ოჯახის წევრებს რეალურად შეეძლო წონის გაგება. არა ისე როგორც ეს „ავადმყოფის ისტორია”-ში არის მითითებული”, – წერს გიორგი ჩალაძე ფეისბუქში.

“ფორტუნა” დეტალების გასარკვევად კლინიკა “ვივამედის” კლინიკურ დირექტორ ზურაბ ჩხაიძეს დაუკავშირდა, თუმცა მან ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები