LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 ათასი PCR ტესტით მარაგი შეივსო, საღამოს ველოდებით ამდენივეს-ამირან გამყრელიძე

112
gamyrelize-amiran

“დღეს შეივსო სერიოზულად მარაგი – 20 000 ტესტით და კიდევ ველოდებით საღამოს თვითმფრინავს კორეიდან, კიდევ 20 000 ტესტით”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ის ტესტებია, რომელიც კორონავირუსის აღმოჩენისთვის გამოიყენება და მას, NCDC ოქროს სტანდარტად მოიხსენიებს.

„დღევანდელი რიცხვით 6 000 პი-სი-არ ტესტზე მეტია ქვეყანაში ჩატარებული. დღეს შეივსო სერიოზულად მარაგი – 20 000 ტესტით და კიდევ ველოდებით საღამოს თვითმფრინავს კორეიდან, კიდევ 20 000 ტესტით. შემდგომ გეგმაა, რომ ჩვენი სამი თვის განმავლობაში 100-120 ათასამდე ავიდეთ. ასევე საკოორდინაციო საბჭოსა და პრემიერის დავალებაა, რომ ყოველდღიური ტესტირებების რაოდენობა გაიზარდოს,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში, 16 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსი 336 შემთხვევაში დადასტურდა. აქედან გამოჯანმრთელდა 75, ხოლო გარდაიცვალა 3.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები