სირიაში, იდლიბის პროვინციაში მომხდარი ქიმიური თავდასხმის შედეგად მსხვერპლი 72-მდე გაიზარდა, გარდაცვლილებს შორის 20 ბავშვი და 17 ქალია. ინფორმაციას ლონდონში მდებარე სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.
უფლებადამცველები შიშობდნენ, რომ მსხვერპლი გაიზრდებოდა, რადგან ადამიანების ნაწილი ჯერ კიდევ დაკარგულად მიიჩნევა.
ორშაბათს დილით ქალაქი ხან-შეიხუნი დაიბომბა. სირიელი აქტივისტები აცხადებენ, რომ თავდასხმა ქვეყნის არმიამ, ან რუსულმა ავიაციამ განახორციელა. ავიადარტყმის შემდეგ მოსახლეობას სუნთქვა გაუჭირდა და ნაწილი გაიგუდა.