LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 ივნისის მოვლენებზე, შეიძლება, საგამოძიებო კომისია შეიქმნას

68
gociridze-1-770x513

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი უახლოეს რიგგარეშე სხდომაზე 20 ივნისის მოვლენებზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დააყენებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ კომისიამ გავრილოვის ჩამოყვანიდან დაწყებული, 20 ივნისის ღამით დამთავრებული. 

გოცირიძე განმარტავს, რომ გახარიას პასუხისმგებლობა მხოლოდ პოლიტიკურით არ შემოიფარგლება.

“დარწმუნებული ვარ, მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობით ვერ შემოიფარგლებიან ის ადამიანები, რომელთა წინააღმდეგ დღეს მიდის აქციები. იქნება სისხლის სამართლებრივი დევნა ყველა იმ პოლიტიკოსის, თუ არაპოლიტიკოსის, ვინც რუსთაველზე სისხლი დაღვარა. ყველაფერს გამოძიება დაადგენს, მაგრამ გახარიას პასუხიმგებლობა რომ მხოლოდ პოლიტიკურად არ შემოიფარგლება, ეს დღესავით ნათელია. როგორც კი პარლამენტი შეიკრიბება და შესაძლებელია რიგგარეშე სხდომაზე, ჩვენ მოვითხოვთ შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია და იყოს ყველაფერი ობიექტურად გამოძიებული“, – განაცხადა გოცირიძემ.

 

magti 5g