წულუკიანი გახარიას: „20 ივნისის შემდეგ, კანცელარიაში გამართულ თათბირზე, გახსოვთ თუ არა, რომ გითხარით: ეს რეზინის ტყვიები რამ გამოგაყენებინათ-მეთქი?! თქვენი პასუხი იცით რა იყო? – „რა ვქნა, ჩემო თეა, ერთი ეკონომისტი კაცი ვარო“
„რა თქმა უნდა, იტყუებით. ეს არის ტყუილი! ქალბატონო თავმჯდომარევ, ეკონომისტი არ ვარ და არ ვიტყოდი, რომ ეკონომისტი კაცი ვარ-მეთქი, ეს არის ტყუილი!“
