LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 ივნისს ჩადენილი დანაშაულები ვერ იქნება სრულად ამნისტირებული და ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ დანაშაულში პასუხი მოეთხოვება: საბა ბუაძე

50
saba-buadze

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ამნისტიის კანონპროექტი უპირისპირდება მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას, ხელს უწყობს პოლარიზაციას და 20 ივნისს ჩადენილი დანაშაულის „მიჩქმალვას“.

,,ჩვენ ვხედავთ რამდენად არაკეთილსინდისიერია „ქართული ოცნება“ მიშელის დოკუმენტთან მიმართებაში, მაშინ როდესაც 6-თვიანი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია სწორედ იმან, რომ პოლიტიკურ სპექტრში გვჭირდებოდა ნდობა და გადატვირთვა. მიუხედავად ამისა, დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ ხელისუფლება აინიცირებს ისეთ კანონპროექტებს, რომელიც მოდის სრულ წინააღმდეგობაში.

წარმოდგენილი ამნისტიის კანონპროექტი უპირისპირდება მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას, ხელს უწყობს პოლარიზაციას და ხელისუფლების მიერ 20 ივნისს ჩადენილი დანაშაულის მიჩქმალვას. ვერც ერთ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ჩააგდო ოპოზიციის კანონპროექტი, 20 ივნისს ჩადენილი დანაშაულები ვერ იქნება სრულად ამნისტირებული და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ყველას ვისაც წვლილი მიუძღვის ამ დანაშაულში პასუხი მოეთხოვება“, – აღნიშნა საბა ბუაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g