LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბა ბუაძე: „ჩვენთვის ცოტა გასაკვირი და მოულოდნელი იყო ის განცხადება, რომელიც გახარიას პარტიამ გამოაქვეყნა – პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით თანხმობა ორივე მხრიდან არსებობდა“

131
საბა ბუაძე

ჩვენთვის ცოტა გასაკვირი და მოულოდნელი იყო ის განცხადება, რომელიც გახარიას პარტიამ გამოაქვეყნა – პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით თანხმობა ორივე მხრიდან არსებობდა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების რესურსი არსებობს და იმედოვნებენ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და შეთანხმების მიღწევით დასრულდება.

„გახარია საქართველოსთვის“ – ამ ეტაპზე ჩვენსა და „ლელოს“ შორის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა 

საარჩევნო დრო კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

„ჩვენთვის ცოტა გასაკვირი და მოულოდნელი იყო ის განცხადება, რომელიც გამოქვეყნდა, ვინაიდან გუშინდელი დღის მონაცემებით, ეს მოლაპარაკებები აბსოლუტურად, პოზიტიური დინამიკით მიმდინარეობდა. ჩვენ ვნახეთ, რომ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით არსებობდა თანხმობა ორივე მხრიდან, არსებობდა სრულიად გასაგები მოლოდინები ორივე მხარისგან. ასევე, „ლელოს“ შიგნით, მამუკა ხაზარაძეს აქვს სრული მხარდაჭერა აქვს შეთანხმებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ჩვენს კოალიციურ პარტნიორებს, ჩვენს კოალიციურ პარტნიორებშიც არანაირი პრინციპული წინააღმდეგობა არ არსებობდა და ეს დრო, რომელიც გუშინდლიდან დღევანდლამდე გავიდა, ჩვენ გამოვიყენეთ იმ არსებულ კითხვებზე სამუშაოდ, რომელიც არსებობდა ჩვენი პარტნიორების მხრიდან ეს არის სამუშაო პროცესი და ეს სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა და მიმდინარეობს“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

ამავე თემაზე საუბრისას ბუაძემ აღნიშნა, რომ ისინი იმედოვნებენ, პროცესი გაგრძელდება და შეთანხმების მიღწევით დასრულდება, ვინაიდან ორივე მხრიდან გასაგები მზაობა და სწორი მოლოდინები არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცესი.

„დღეს პრეზიდენტთან დაგეგმილი არის მხარეების შეხვედრა, რომელზეც მამუკა ხაზარაძე გაემართა მზაობით და განწყობით, რომ ეს სამუშაო პროცესი გაგრძელებულიყო, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ გახარიას გუნდის მხრიდან გამოქვეყნდა განცხადება, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ მოლაპარაკებები ამ დროისთვის შეჩერებულია. მოლაპარაკებების რესურსი არსებობს – ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და შეთანხმების მიღწევით დასრულდება, ვინაიდან არსებობს ორივე მხრიდან გასაგები მზაობა და სწორი მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარიმართოს პროცესი.

„ლელოს“ გუნდის მხრიდან სრული კონსენსუსი არსებობს, რომ ეს შეთანხმება შედგეს გახარიას გუნდთან.

იქამდე სანამ ამ კონსულტაციების და პრეზიდენტთან შეხვედრის მომდევნო ეტაპი შედგებოდა, ჩვენ ვნახეთ ერთი საათით ადრე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც გაჟღერებული იქნა გახარიას გუნდის პოზიცია, რაც ჩვენთვის მოულოდნელი და ამ დროისთვის, გაუგებარი იყო“, – განაცხადა ბუაძემ.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, „ძლიერ საქართველოსთან“ შეთანხმების მიღწევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათ პარტიასა და „ლელოს“ შორის დაწყებული დისკუსია აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანაშრომლობასთან დაკავშირებით.

“ჩვენ გვერდზე გადავდეთ ჩვენი პარტიული ინტერესები და ყველაფერი დავთმეთ, სანაცვლოდ მეორე მხარემ ითხოვა ვადა შიდა კოალიციური შეთანხმებისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია”, – ნათქვამია “გახარია საქართველოსთვის” განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები