„გრემის“ მფლობელმა ადელმა ბოლო დროს საგრძნობლად დაიკლო წონაში. მუსიკოსმა მეუღლესთან დაშორების შემდეგ შემოქმედებითი პაუზა აიღო და დრო საკუთარ თავს დაუთმო. ბოლო ფოტოებზე, რომელიც პაპარაცებმა გადაიღეს ჩანს, რომ ადელი ფაქტიურად სხვა ადამიანად იქცა. ის ამჯერად ანგილას სანაპიროზე, კარიბის ზღვის მახლობლად ისვენებს.
ახალ ფოტოებზე ჩანს, რომ 20 კილოგრამის დაკლების შემდეგ, ადელი ფანტასტიკურ ფორმაშია. მას ჭრელი საზაფხულო კაბა აცვია და ზღვაში ბანაობითა და რუჯის მიღებით ირთობს თავს. ცნობილია, რომ მომღერალთან ერთად იმყოფებიან მისი მეგობრები, ჰარი სთაილზი და ჯეიმს კორდენი.





