არჩევნების მეორე დღეს, ორშაბათს, 20 მაისს თბილისში შვიდი საბავშვო ბაგა-ბაღი არ იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პრესსამსახურმა დაუდასტურა.
„არჩევნების მეორე დღეს, ბაღები სადეზინფექციო საშუალებებით დასუფთავდება. სამშაბათიდან ბაღები ფუნქციონირებას ჩვეულებრივად გააგრძელებენ“, – განაცხადა პრესსამსახურმა.
სამუშაოები იმ ბაღებში ჩატარდება, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული. ეს ბაღებია: 144-ე, 150-ე, 155-ე, მე-3, 170-ე, 152-ე და 172-ე საბავშვო ბაღები.
სააღმზრდელო პროცესი აღნიშნულ ბაღებში 21 მაისიდან აღდგება.