20-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, მარიამ მათიაშვილმა სუხიშვილები დატოვა. ამის შესახებ ნინო სუხიშვილმა კონცერტის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მარიამ მათიაშვილმა 20 წლის განმავლობაში ანსამბლის ყველა პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.
მან მოცეკვავეს პირად ცხოვრებაში წარმატებები უსურვა
„მარიამ მათიაშვილი ტოვებს დიდ სცენას. 20 წელი ამშვენებდა ჩვენს ყველა პროგრამას. ძალიან დაგვაკლდები, მარიამ, გისურვებ შენს მომავალ ცხოვრებაში ბედნიერებას. თავს უძღვნის ოჯახს“, – განაცხადა ნინო სუხიშვილმა.
