მარნეულში მომხდარ მკვლელობას, ადგილობრივი ჯეიჰუნ მუჰამედალი სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„დღეს მარნეულის ცენტრში 20 წლის ასეთ ბიჭს ყელი გამოუჭრეს და მოკლეს. მან რამდენიმე დღის წინ დაქორწინდა.
ასეა, როდესაც ახალგაზრდებში განაწილების ნაცვლად ქურდული მენტალიტეტი იკიდებს ფეხს და კანონი არ კანონობს…“, – წერს ჯეიჰუნ მუდამედალი.
შეგახსენებთ, მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ცივი იარაღით ჭრილობა ყელის არეში მიაყენეს.
ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
