“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ტელეკომპანია “პირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერს ოპოზიცია მოლაპარაკების ჩაშლის საბაბად იყენებს.
მდინარაძის თქმით, სხვა მიზანი არ შეიძლება ჰქონდეს ჩანაწერებს, რომელიც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მტკიცებით, “2010-2011 წლებში კუდის მიერ არის გაკეთებული”.
„ნაციონალური მოძრაობა“ მოლაპარაკების ჩაშლას ცდილობს, სხვა მიზანი ამას არ შეიძლება ჰქონდეს. პარადოქსია, როდესაც 2010-2011 წლების ჩანაწერებს, იმასაც უხეშად დამონტაჟებულს, ფაბრიკაციას ატრიალებენ პირიქით. შინაარსსა და კონტექსს საერთოდ ცვლიან. ამას იყენებენ ხალხის გაბრაზებისთვის და ბოლოს თვითონ ბრაზდებიან ისევ თავის შექმნილ ფაბრიკაციებზე და ცდილობენ რამენაირად თავი აარიდონ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას”. – აცხადებს მდინარაძე.
ხელისუფლებას არ მივცემთ დამატებით საბაბს მოლაპარაკებები ჩაშალოს - რაზე შეჯერდა ოპოზიცია
თუ "ოცნებას" არ უნდა, რომ დამატებით საფრთხე შეექმნას ამ მოლაპარაკებებს, ღარიბაშვილი აღარ უნდა გადააქციონ დამატებით „განხეთქილების ვაშლად“'.
მიუხედავად ამისა, მდინარაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს.
მედიაცია თავის თავზე ევროკავშირს აქვს აღებული და ნამდვილად შეუძლებელია, არ მოხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ეს აუცილებლად მოხდება, ვინაიდან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. რაც არ უნდა მოიგონონ, დაამონტაჟონ და რაც უნდა იკადროს ვიღაცამ რომ კუდის მიერ 2010-2011 წლებში გაკეთებული ფარული ჩანაწერები, უხეშად დამონტაჟებული შინაარსშეცვლილი შემოატრიალოს ხალხის გასაბრაზებლად და ეს გამოიყენოს საბაბად, რომ გავიდეს მოლაპარაკებიდან“, – აცხადებს მდინარაძე.
შეგახსენებთ, “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა საერთო შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს ირაკლი ღარიბაშვილის საბაბით საფრთხეს არ შეუქმნიან.