LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წელი ფოტოებში

83

უკანასკნელი 12 თვის ყველაზე მკაფიო ფოტოები, რომლებიც ისტორიას შემორჩება:

 

მელანია ტრამპი ინაუგურაციაზე

ამერიკის პირველმა ლედიმ სკეპტიკოსებს ჭორაობის საბაბი არ მისცა: დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღეს მას Ralph Lauren-ის დიზაინით შექმნილი განუმეორებელი ცისფერი კაბა ეცვა, სტილით კი ის ჟაკლინ კენედის მოგაგონებდათ.

 

ორსული ბიონსეს ფოტოსესია

თანამედროვეობის ერთ-ერთმა პოპულარულმა მომღერალმა ინფორმაცია ორსულობის შესახებ ნამდვილ არტ-პროექტად აქცია.

 

სკანდალი “ოსკარზე”

დაჯილდოების დასასრული და შოუს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ინციდენტი: უორენ ბიტმა “წლის ფილმად” “ლა ლა ლენდი” დაასახელა, თუმცა მოგვიანებით შეცდომისთვის ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ სინამდვილეში გამარჯვებული “მთვარის შუქი” იყო.

 

ბრიჯიტ და ემანუელ მაკრონების სიყვარულის ისტორია 

მაისში, ახალგაზრდა და ამბიციურმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო. თუმცა მთელი ყურადღება და აქცენტი მის 24 წლით უფროს მეუღლეზე გაკეთდა, რომელიც წლების წინ სკოლაში, რომელიც მაკრონმა დაამთავრა, მასწავლებლად მუშაობდა. მეუღლის დასაცავად მაკრონმა შემდეგი ფრაზა თქვა: “ჩემს ცოლზე 20 წლით უფროსი რომ ვიყო, ჩვენს გრძნობაში ეჭვი არავის შეეპარებოდა. საზოგადოებას ქალების აღქმისადმი გარკვეული პრობლემები აქვს”.

 

Despasito წლის ყველაზე პოპულარული სიმღერა გახდა

სიმღერამ ყველანაირი რეკორდი მოხსნა: პუერტორიკოელი ლუის ფონსის ნამუშევარმა მსოფლიოს ყველა ჩარტი დაიპყრო.

 

Apple-მა iPhoneX გამოუშვა

2017 წლის 12 სექტემბერს, Apple-მა არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი მოლოდინის მქონე, საიუბილეო სმარტფონი გამოუშვა. წინა მოდელებისგან განსხვავებით, სმარტფონს “გაუქრა” “Home” ღილაკი და სახის ამომცნობი სკანერით Face ID აღიჭურვა.

 

ელიზაბეტ II-ისა და პრინც ფილიპის ქორწინების 70 წლის იუბილე

20 ნოემბერს, 91 წლის დედოფალმა და მისმა 96 წლის მეუღლემ ქორწინების ბრილიანტის იუბილე იზეიმეს. ამ ფაქტის საპატივსაცემოდ, ბუკინგემის სასახლემ მათი იშვიათი ფოტო გამოაქვეყნა.

 

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ნიშნობა

მსოფლიოს ყველაზე სასურველმა სასიძომ გადაწყვიტა, რომ რჩეული საზოგადოებისგან აღარ დაემალა და მიმდინარე წლის ნოემბერში ამერიკელ მსახიობზე, მეგან მარკლზე დაინიშნა. ამ კავშირს დედოფალი გარკვეული პერიოდი ეწინააღმდეგებოდა, ამას კი რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: მეგანი ჰარიზე სამი წლით უფროსია, ის არ არის ინგლისელი, წლების წინ იმყოფებოდა ქორწინებაში,  არის კათოლიკე და აქვს აფროამერიკული ფესვები. ელიზაბეტ II-ის პოზიციის გამო, პრინცი მზად იყო თავის ტიტულზე უარი ეთქვა.  საბოლოოდ კი ამ კავშირს დედოფალიც დათანხმდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები