LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წელი პრეზიდენტმა განათლების წლად გამოაცხადა

89

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მხოლოდ განათლებული ადამიანი აღწევს შინაგან, სოციალურ და პოლიტიკურ თავისუფლებას. პარლამენტის სხდომაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ  საქართველოს ხელისუფლებამ დღესვე უნდა დაიწყოს ცვლილებები, რადგან არ გვაქვს დრო, მომავალი საქართველოს შენება ათეული წლებით გადავდოთ.

პრეზიდენტმა 2017 წელი განათლების წლად გამოაცხადა.

„ქვეყანას მყისიერი წარმატება სჭირდება ყველა სფეროში, რასაც მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმით, მყარი სამოქალაქო თვითშეგნებით და პროგრესული იდეებით განვახორციელებთ“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g