2017 წელს ახალი მუნიციპალური ავტობაზის მშენებლობა დასრულდება. როგორც თბისლის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ახალი ავტოპარკი, ევროსტანდარტებზე მორგებული ობიექტებით, მუნიციპალურ ავტობუსებს სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს. მომავალ წლიდან დედაქალაქში “Man”-ის დამატებით 25 ახალი ავტობუსი ივლის. 2017 წლის მარტის ბოლომდე ჯამში, თბილისს ევროსტანდარტების შესაბამისი, ადაპტირებული 143 ახალი ავტობუსი ეყოლება.