LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წელს საქართველო მსოფლიო მასშტაბის სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლებს

20

2017 წელს საქართველო არაერთ მსოფლიო მასშტაბის სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლებს, მათ შორის, 2017 წლის ზაფხულში რაგბიში მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან 2016 წელი შეაჯამა და მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2016 წელი ძალიან წარმატებული იყო ქართული სპორტისთვისაც.

„სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში ჩვენმა სპორტსმენებმა 844, მათ შორის, 7 ოლიმპიური მედალი მოიპოვეს. ამასთან ჩვენ დავიწყეთ უმნიშვნელოვანესი სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და 2017 წელს თბილისსა და რეგიონებში გაიხსნება 20 სპორტული მოედანი – 10 სარაგბო და 10 საფეხბურთო. თელავში, გორსა და ბათუმში გაიხსნება მულტიფუნქციური სპორტის სასახლეები.
მომავალ წელს ჩვენი ქვეყანა არაერთ მსოფლიო მასშტაბის სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლებს, მათ შორის, 2017 წლის ზაფხულში გაიმართება რაგბში მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი და ფეხბურთში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, ასევე, ჭადრაკში მამაკაცთა შორის მსოფლიო თასი”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები