დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.
დღის რეკომენდაცია – დღეს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რადგან ხვალინდელი ახალმთვარეობის წინარე დღეა. ეს პერიოდი ხასიათდება ენერგიის კლებით, შესაძლოა თავი იჩინოს დეპრესიულმა ტენდენციებმა და დაავადებების გამწვავებამ. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს.ნუ გასცემთ ფუჭ დაპირებებს და ნუ ეცდებით სხვების ურთიერთობების განხილვას.
არ არის სასურველი ახალი საქმეების დაწყება, ხელშეკრულებების დადება, მანქანის ყიდვა-გაყიდვა და კაპიტალდაბანდებები. მოერიდეთ წესების დარღვევას, რადგან დაჯარიმების ალბათობა მაღალია. დღე პოზიტიურია მხოლოდ სწრაფად მოსაგვარებელი საქმეებისათვის, მგზავრობისა და ტანსაცმლის შესაძენად. საუკეთესო დროა ლოცვისა და სულიერი განწმენდისთვის. გაითვალისწინეთ, დღევანდელი სიზმრები მიგანიშნებთ თქვენი ცხოვრების სამომავლო სირთულეებზე.
პარტნიორული ურთიერთობები – ურთიერთობებში მოიმატებს კრიტიკა და პრეტენზიები. აკონტროლეთ ემოციები, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტი. დღეს არ არის სასურველი ქორწინება.
ჯანმრთელობა – სუსტდება თავის არე, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ცხვირი და გრძნობათა ორგანოები. განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება არ არის სასურველი. გეომაგნიტური ფონის გამო მოსალოდნელია თავის ტკივილი და წნევის ცვალებადობა, ამიტომ გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები და მეტი დაისვენეთ. ეფექტურია ყელისა და ენდოკრინული სისტემის მკურნალობა. მოერიდეთ სტომატოლოგიურ პროცედურებს, თმის შეჭრასა და თვალების გადაღლას.
დღის მინერალები და ფერები – ენერგეტიკული დაცვისთვის გამოიყენეთ მინერალები: ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და ბრილიანტი. ფერებიდან პრიორიტეტი მიანიჭეთ წითელ, ნარინჯისფერ, ყვითელ, ლურჯ და ცისფერ ტონებს, ეს ფერები გააძლიერებს თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია ვერძის, ტყუპების და ლომის ნიშნებისთვის.
შედარებით დაძაბული პერიოდია კირჩხიბის, ქალწულის, მორიელისა და თხის რქისათვის. მათ მართებთ მაქსიმალური ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობის მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.