LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წელს საქართველოდან 24,75 მლნ ბოთლი ღვინო გაიტანეს

171

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 41 ქვეყანაში ექსპორტირებულია 24,75 მლნ ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 64%-ით აღემატება.

საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 55,52 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 58%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

„მიმდინარე წლის იანვარ-მაისის მდგომარეობით, ღვინის ექსპორტი 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64%-ით  გაიზრდა. ასევე გაზრდილია ღვინის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები და საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფიაც, რაც მიიღწევა ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის შეთანხმებული ღონისძიებებითა და სწორად დაგეგმილი მარკეტინგული სტრატეგიის საფუძველზე. ექსპორტი მატება დაფიქსირდა ევროკავშირის ქვეყნების, ჩინეთის, აშშ-ს და აგრეთვე ტრადიციული  ბაზრების მიმართულებით“ – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი – 160% (3234144), პოლონეთი – 17% (978360), აშშ – 54% (148470), ბელარუსი – 59% (416962),  უკრაინა – 28% (2364112), რუსეთი – 96% (14820976), გერმანია – 18% (167 296), ლატვია – 17% (547 946), საფრანგეთი – 500% (89986),  ისრაელი – 253% (92310), აზერბაიჯანი – 202% (77202) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი -14820976, ჩინეთი -3234144, უკრაინა – 2364112, ყაზახეთი – 1 048 195 და  პოლონეთი – 978 360 ბოთლი.  

ამასთან, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 5521594 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 66%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია  13,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  73%-ს აღწევს.

საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 73 586  ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 95% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები  205,2 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის საანგარიშო პერიოდთან  შედარებით 47%-ს მიაღწია.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 100,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს – ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 64% შეადგინა.

magti 5g