LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი

324

გაიგეთ რა ელოდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს სიყვარულში:

ცეცხლის ნიშნებს (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) ამ წელს, პირადი ვნებების, გატაცებისა თუ სიყვარულის კუთხით ბევრი მუშაობა მოუწევთ. გირჩევთ ნაკლებ ხეტიალს, შეეშვით ფუჭ მოლოდინებს. კარგად ჩამოყალიბდით, რა გსურთ ამ ცხოვრებისგან და იმ ადამიანებისგან, რომლებზეც ფიქრობთ. ნუ მისცემთ ადამიანებს ისეთ დაპირებებს, რომელთაც ვერ შეასრულებთ. ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრეთ და სასიყვარულო თავგადასავლებზე ბევრს ნუ იყოყმანებთ. ამ წელს ბევრი მხიარულება და გართობა გელით.

ჰაერის ნიშნებისთვის (ტყუპები, სასწორი, მერწყული) ეს წელი პროდუქტიული იქნება. მოსალოდნელია საუცხოო და პოზიტიური პერსპექტივები. ასევე, ჰაერის ნიშნით დაბადებულებში ხშირად იქნება ქორწინება, ბავშვის შეძენა და კარიერული წინსვლა. ეს იქნება საინტერესო აღმოჩენების წელი. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს და რასაც გააკეთებთ, მხოლოდ გულით გააკეთეთ. იმ ჰაერის ნიშნებისთვის, რომლებიც ჯერ ისევ ძიების პროცესში არიან, მათთვის 2017 წელი ურთიეთობებში ახალი და მნიშვნელოვანი ცვლილების მომტანი იქნება.

მიწის ნიშნებს (კურო, ქალწული, თხის რქა) ბევრი მოთმინება და ლოდინი მოუწევთ, რათა გაერკვნენ ვისთან სურთ ყოფნა. თქვენთვის დამახასიათებელი ხანგრძლივი დაკვირვების და ფიქრის ნაცვლად, ჯობია ზოგჯერ გადაწყვეტილებები მოკლე დროში მიიღოთ. ხშირად ექსპრომტად გადადგმულ ნაბიჯებს უფრო კარგი შედეგი მოჰყვება. ასევე, ურთიერთობებში გაუგებრობების დასალაგებლად დიპლომატია გამოიყენეთ. განსაკუთრებით, კუროს ნიშნებში იქნება ხშირი სტაბილური ურთიერთობები და შვილის შეძენა.

წყლის ნიშნებისთვის (კირჩხიბი, მორიელი, თევზები) ეს წელი სასიყვარულო თავგადასავლების წელი იქნება, თუმცა ძალიან მცირეა შანსი ჭეშმარიტ და წრფელ გრძნობას და ადამიანს მიაკვლიოთ. თუმცა გარისკვა ყოველთვის ღირს. ასევე, დაივიწყეთ წარსული გამოცდილება და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყეთ. შეეშვით ალოგიკურ ოცნებებს და რეალურად შეხედეთ მოვლენებს, ადამიანებს და გრძნობებს. ასე უფრო გაგიმარტივდებათ ცხოვრება ადეკვატურად აღქივათ.

mazda magti 5g