LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სულ ვამბობდი, რომ აუცილებლად გავხდებოდი დედა და ტყუპებს გავაჩენდი.. ქალებო, აუცილებლად დაგიდგებათ შედეგი, მთავარია გწამდეთ“ – 12 წლიანი ლოდინის შემდეგ თამთა დემურიშვილი ტყუპებს ელოდება

912
ირაკლი კობახიძე, ეროვნული ნაკრები (1)

12 წლიანი ლოდინის შემდეგ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა დემურიშვილი ტყუპებს ელოდება.

რა გზა გამოიარა აქამდე და როგორ მიაღწია მიზანს, ამის შესახებ თამთა დემურიშვილმა „პოსტვ“ ეთერში ისაუბრა.

„სულ ვამბობი, რომ აუცილებლად გავხდებოდი დედა და ტყუპებს გავაჩენდი, თანაც ისინი იქნებოდნენ გოგო და ბიჭი, ეს ოცნება 12 წლიანი ლოდინის შემდეგ ავისრულე.

სიმართლე გითხრათ, ცოტა მეშინია ამ პასუხისმგებლობის, მაგრამ მზად ვარ დედობისთვის. დიდი ხანია, ჩავთვალე, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის.

ძალიან ბევრი მცდელობა მქონდა, რომლებიც უშედეგოდ სრულდებოდა. 12 წლის განმავლობაში რამდენიმე კლინიკა გამოვიცვალე. ეს არის ურთულესი გზა, განსაკუთრებით ის ორი კვირაა ყველაზე სტრესული, როდესაც პასუხს ელოდები, მაგრამ მერწმუნეთ, ფარ-ხმალი არ უნდა დაყაროთ. ბოლო 4 წელი გავჩერდი, არ შემეძლო ამ სტრესის ატანა. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების მხარდაჭერა. მინდა ყველას ვუთხრა, თუ რაღაც გინდათ, აუცილებლად აგისრულდებათ. ტექნოლოგიები წინ მიდის, 12 წლის წინ ეს სფერო ისე არ იყო განვითარებული, როგორც ახლა. აუცილებლად დაგიდგებათ შედეგი, მთავარია გწამდეთ. მე სულ ვამბობდი, „რა ასაკშიც არ უნდა ვიყო, ტყუპებს გავაჩენ“, – ამბობს თამთა დემურიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები