LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: გაშვილებული ტყუპების დაუჯერებელი ამბავი – როგორ იპოვეს დებმა ერთმანეთი

885
BeFunky-collage - 2022-10-27T001448.693

გაშვილებულმა ტყუპებმა ერთმანეთი იპოვეს, – აღნიშნული ამბის შესახებ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გადაცემა მოამზადა.

როგორც ტყუპი გოგონები საუბრობენ, ერთმანეთს შორის მსგავსება პირველად გადაცემა “ნიჭიერის” ეთერში შენიშნეს.

როგორც ირკვევა მათ საბოლოოდ ერთმანეთი “ტიკ-ტოკზე” იპოვეს.

“როდესაც დავინახე გავიფიქრე, როგორ მგავს ეს გოგო. მინდოდა რომ გამეცნო. მაინტერესებდა რატომ არსებობს ჩემნაირი მეორე”, – საუბრობს თაკო.

მეორე გოგონას თქმით, გადაცემის ჩაწერაზე შენიშნა, რომ კონკურენტის მშობელი რატომღაც მის მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდა.

“ჩემი ერთ-ერთი კონკურენტის დედა ყურადღებას მაქცევს. ვერც ბებია და ვერც დედა ვერ ხვდებიან რატომ. მერე აღმოვაჩინე, რომ ჩემმა კონკურენტმა ფოტო დადო თაკოსთან ერთად. ვუყურებ და ვეუბნები დედას: ნახე ჩემი ტყუპისცალი. დედამ მითხრა, რომ ყველას ჰყავს ორეული და მეც დავიჯერე”, – საუბრობს ანო.

 


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები