LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ემიგრაციაში წავედი და დავტოვე შვილი, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდი, 9 წელი არ მყავდა ნანახი, როცა პატარა ბავშვს ვხედავდი, ბღავილს ვიწყებდი…“ – ქართველი ემიგრანტის აღსარება ნანუკა ჟორჟოლიანთან

112
მაია დვალაძე

ნანუკა ჟორჟოლიანი გვთავაზობს ინტერვიუს ქართველ ემიგრანტთან, ამერიკაში ცნობილი რესტორნის „ოდა ჰაუსის“ დამფუძნებელ მაია დვალაძესთან, რომელიც ემიგრაციის სირთულეებზე და შვილთან განშორებაზე საუბრობს.

„მარიამი რომ მოვიშორე და დავსვი, ისე გავედი, რომ არავისთან ლაპარაკი არ მინდოდა. ნანას მოვუჭირე ხელზე ხელი და გავიქეცი, რასაც ჰქვია. 8-10 მანქანა მაცილებდა. რომ დავაჭირე ფეხი, 15 წუთში ვიყავი აეროპორტში. ექვსი თვის განმავლობაში ჩემი თავისთვის სარკეში არ შემიხედავს, პატარა ბავშვს რომ დავინახავდი, მით უმეტეს. ახლაც მაქვს მარიამის ზედა იქ წაღებული. არავის არ დაავიწყდება ეს… ეს არის, იცი? ზოგი სხვანაირად ჩადის, შვილდატოვებული დედები კიდევ სხვა არის… ყველა უნდა დაბრუნდეს თავის შვილთან. არ შეიძლება დედა შვილის გარეშე და შვილი დედის გარეშე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g