LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „აღარც ლეო, აღარც გიო – გიორგი ჯორჯაძე, ძალიან დიდი ადამიანი გაფრინდა ცაში…“ – ნინი წიკლაური ემიგრანტ მუსიკოსზე წერს, რომელიც ახლახან გარდაიცვალა

280
გიორგი ჯორჯაძე

მომღერალი ნინი წიკლაური, რომელიც ოჯახთან ერთად წლებია, აშშ-ში ცხოვრობს, აქვეყნებს ვიდეოს ერთ-ერთი გამოსვლიდან, სადაც აწ უკვე გარდაცვლილ პიანისტ ლევან შენგელიასა და კონტრაბასისტ გიორგი ჯორჯაძესთან ერთად „ჩემო ციცინათელას“ ასრულებს.

გიორგი ჯორჯაძე ემიგრაციაში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა და ნინი ამ ვიდეოთი სწორედ მას და ლევან შენგელიას იხსენებს:

„აღარც ლეო, აღარც გიო:((((( წავიდნენ და თან წაიღეს მთელი მუსიკა სამყაროდან… :((((

გიორგი ჯორჯაძე, ძალიან დიდი ადამიანი გაფრინდა ცაში:(((((

ვიდეოსთვის განსაკუთრებული მადლობა თამუნა ცოტაძეს…“

magti 5g