ნანუკა ჟორჟოლიანი თემურ ებიტაშვილის პოდკასტის „მძიმე წერტილი“ სტუმარია, რომლის ეთერშიც თავისი პროფესიული საქმიანობისა და შვილების შესახებ საუბრობს.
„მინდა საბამ იცოდეს, რომ ეს პერსონალურად ჩემი ბრძოლაა და ოჯახს არ ეხება. არ მინდა მის თავმოყვარეობას რაიმე შეეხოს. მარიამს უფრო ესმის ჩემი…ამ გზის არჩევანს საბა ეგოისტობაში მითვლის და ამბობს, რომ მასზე არ ვფიქრობ. მითხრა, შენ არავინ არაფერს დაგიფასებს და მადლობას არ გეტყვიანო. გაოგნებული ვიყავი.
ვუთხარი, რომ ამ ყველაფერს მადლობის გულისთვის არ ვაკეთებდი. მიპასუხა, შენი ტიპებიც, ვისთან ერთადაც იბრძვი, ნახე როგორ გისაფრდებიანო. მე ვკითხე, პატიმრებისთვის მიცემული პირობა, რომ დავარღვიო, შენ შენი შეგნებით მოგეწონები მეთქი? შესაძლოა მათ ადგილზე მარიამი ყოფილიყო მეთქი.
საბამ მითხრა, მე რომც დავინტერესდე ამ თემებით, მუდამ ჩემს გვარს წამომაძახებენ და შემდეგ თავი უნდა ვიმართლოო. თან მამაჩემის გვარს მარტო ქოცები კი არა, არამედ შენი თანამებრძოლებიც წამომაძახებენო. ჩემი აქტიურობა არ არის ის, რასაც მე სახლში მიგებენ“, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.
