LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დღემდე არ ვიცი, რატომ დავშორდით… მასთან დაშორება ძალიან რთულად გადავიტანე… მეგონა, მეგობრებად დავრჩებოდით…“ – ანუკი გამსახურდია სანდრო კაკულიასთან ურთიერთობის დეტალებზე

113
ანუკა გამსახურდია სანდრო კაკულია

ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში „სხვა ნანუკა“ საუბრობს, ანუკი გამსახურდია, რომელიც მსახიობ სანდრო კაკულიასთან თანაცხოვრებასა და შეყვარებულობის პერიოდს იხსენებს:

„ურთიერთობებზე დამოკიდებული ადამიანი ვარ, მაგრამ ახლანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, სიყვარული არ ვიცოდი. სანდრო კაკულია კი იყო გააზრებული, ვიცოდი, რატომ მიყვარდა… ძალიან ლამაზი პერიოდი გავატარეთ ერთად. მასთან ერთად გეგმებს ვაწყობდი. არავისგან მომნდომებია შვილი… ამ დროს კი მქონდა ფიქრი, რა ცუდია, რომ შვილი არ მიჩნდება-მეთქი. ეს იყო ამომავალი წერტილი, სანდრო იყო ის ადამიანი, ვინც მიყვარდა. ჩემთვის ყველაზე დიდი საყრდენი იყო. მიუხედავად თავისი პრანჭია ხასიათისა, ის დიდი საყრდენი იყო…

არ ვიცი, თვითონ ამას როგორ უყურებს, მაგრამ ჩემთვის არ იყო ეს რთული პერიოდი. მისი ეს გვირაბიდან გამოსვლა დავყავით, ვთამაშობდით და მასაც ასე ვაყურებინებდით. თამაშ-თამაშით გავძვერით. მისი სისუსტეები სიძლიერეში გამყავდა. არ მივეცი საშუალება, რომ დავარდნილიყო. სულ მეკავა ხელში.

რატომ დავშორდით, არ ვიცი… ორჯერ იყო წასული რეჰაბში ჩემს პერიოდში. ტელეფონის გარეშე იყო, ჩუმად ვაგზავნიდი წერილებს, დიდ დასტებს. ბოლოს მომწერა თვითონ წერილი, მადლობა გადამიხადა იმისთვის, რაც გავუკეთე… რომ გამოვალ, ისეთ ურთიერთობებში უნდა გამყოფო ჩემთან, რასაც იმსახურებო. რომ გამოვიდა, მალევე ვიჩხუბეთ და დავშორდით… მე წამოვედი… ოთხი წელი ისე ვიყავით ერთად, რომ მასთან ერთხელაც არ დამირეკავს. ერთად რომ ვცხოვრობდით, მაშინაც არ მიკითხავს, სად ხარ? როდის მოხვალ? იმდენად ხშირად რეკავდა თვითონ, ჩართული იყო, დღეში ასჯერ რომ მოგწერს ადამიანი, შენ აღარ მისწერ… ალბათ, ისე არ მოვიდა, როგორც ველოდებოდი. მეც პირველ მოსვლაზე ხელი არ გავუშვირე და ეს იყო ალბათ მიზეზი. წელიწადნახევარი გავიდა, ძალიან რთულად გადავიტანე. ერთი წელი ძალიან გამიჭირდა, ძალიან ახლო მეგობარი დავკარგე, ვიდრე საყვარელი კაცი. ჩემზე არ იყო ეს დამოკიდებული. მახსოვს, ერთ დღეს მე, სანდრო და ჩემი მეგობარი ვისხედით, რომელიც ბერლინიდან იყო ჩამოსული, თავის ბოიფრენდს დაშორდა და მასთან მეგობრობდა. მე შევიცხადე, ვერ წარმომედგინა მეგობრობა და ორივემ მითხრა, რომ შეუგნებელი ვარ და მეგობრობა ასწორებს… სანდროსთან დაშორების შემდეგ მქონდა ეს მოლოდინი, რომ მეგობრებად დავრჩებოდით… ეს გრძნობა რომ გადამივიდა და მართლა გადავიდა, ერთი-ორჯერ ვცადე… თვითონ მწევს… ეს ამბავი აღარ მაწუხებს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g