ნანუკა ჟორჟოლიანი გვაცნობს ქალბატონს, რომელმაც ოჯახისგან ძალიან ბევრი სირთულე და უარყოფითი დამოკიდებულება გამოიარა.
„სახლის ზღურბლს თუ გადახვალ ტყვიას დაგახლიო. ჩემი ყოფილი ცოლი არ გერქმევაო.
ჩემი შვილი მეორე სართულზე აიყვანეს. შემდეგ გაცივდა და ჩამომიყვანეს. ჩემი მეუღლე დედამისთან ზემოთ ცხოვრობდა. მე პირველ სართულზე ვიყავი. ჩემს დედამთილს უნდოდა რომ ჩემი შვილებისთვის თავად მიეხედა. თვეობით ტელეფონი არ მქონდა ხოლმე. როდესაც რეკავდა და არ ვპასუხობდი, კედელზე შემოანარცხებდა ხოლმე. ჩემებთან კონტაქტის უფლებაც არ მქონდა. ყველას ჩამომაცილეს.
დედამთილს თავიდანვე არ ვუყვარდი. მესამე შვილი ბიჭი უნდოდათ და წამიყვანეს სქესის გასარკვევად. მითხრეს რომ გოგო იბადებოდა. ვლოცულობდი რომ არ მოეშორებინათ ჩემთვის და მარიამს დავარქმევ მეთქი. კლინიკაში წამიყვანეს და ახალი შემოსული იყო კანონი, აბორტი რომ აკრძალეს. შემდეგ მოხდა სასწაული, მარიამი ზუსტად ღვთისმშობლობას დაიბადა.
სახლში თურმე კამერა მეყენა და მისმენდა. ჩანაწერებში წამიერად ისმის ჩემი და ჩემი შვილის ჩხუბი. სიმსივნე დამიდგინდა და თითქოს ვხედავდი მათ თვალებში მოლოდინს „როდის მოკვდები“, – საუბრობს ქალბატონი.
