LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე მითქვამს და თუ არ გინდათ, ნუ დაიჯერებთ“ – რაზე საუბრობს ასტროლოგი ხათუნა ნოელი

1662
khatuna-noeli_w_h

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასა და ადამიანის ცხოვრების ციფრულ ტრანსფორმაციაზე საუბრობს.

მისი შეფასებით, ხელოვნური ინტელექტისა და ნეირონული ქსელების განვითარებამ საფუძველი ჩაუყარა „ციფრული უკვდავების“ კონცეფციას.

„ჩვენ სწრაფი გაციფრულების ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანები სულ უფრო და უფრო მეტად ურთიერთობენ ტექნოლოგიებთან.

ფიზიკურ და ვირტუალურ რეალობას შორის საზღვრები თანდათან უკვე ბუნდოვანი ხდება. ჩვენ უკვე გადაგვაქვს საკუთარი თავის ნაწილი ონლაინში სოციალური ქსელების, არქივების, მოგონებების, მიმოწერისა და პროფილების საშუალებით. არსებითად, ეს უკვე ჩვენი ციფრული ასლია.

პლიუს ხელოვნური ინტელექტი- ნეირონული ქსელების ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ფაქტობრივად სახეზეა ციფრული უკვდავების კონცეფციები, უკვე ხდება ადამიანის ხმის, მეტყველების ნიმუშებისა და პიროვნების საფუძველზე ციფრული ავატარების შექმნა.

ნეიროტექნოლოგიები უკვე საშუალებას იძლევიან ტვინის სიგნალები პირდაპირ გადაეცეს მოწყობილობებს, რაც ერთხელაც ცნობიერების სრულად ატვირთვის საფუძველი გახდება.

და შემდეგ ერთ დღესაც სევდიანად გავიხსენებთ, რომ ოდესღაც სხვა სამყარო გვქონდა, რომელშიც სხვა რეალობას წარმოვადგენდით, რადგან ჯერ კიდევ გაგავაჩნდა ფიზიკური სხეული…

მე მითქვამს და თუ არ გინდათ, ნუ დაიჯერებთ“, – წერს ხათუნა ნოელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g