ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარი ქალბატონი თავისი პირადი ცხოვრების შესახებ გვიყვება.
როგორც ის საუბრობს, ქმარი მუშაობის და სახლიდან გარეთ გასვლის უფლებას არ აძლევდა.
„ჩემს ქმარს არ უნდოდა, რომ მესწავლა ან გარეთ გავსულიყავი, მხოლოდ სახლის საქმეები უნდა მეკეთებინა. არჩევანი არ მქონდა, მაჯერებდნენ, რომ ეს ნორმა იყო.
რომ დავშორდი ვუთხარი, შენი არაფერი მინდა უბრალოდ თავი დამანებე მეთქი.
როცა წამოვედი ძალიან გამიჭირდა, ნელ ნელა როცა ფეხზე დადგომა დავიწყე, სწორედ ამ პერიოდში სოფელი ორაგვე ტურისტულ ზონად გამოცხადდა სადაც შევიძინე მიწა და დავიწყე ეს ბიზნესი“, – ამბობს გადაცემის სტუმარი.
