კანის 77-ე კინოფესტივალი გრძელდება და ის სადებიუტო გამოჩენად იქცა ვენსან კასელისა და მისი ახალი შეყვარებულისთვის, ნარა ბაპტისტასთვის. წყვილი პაოლო სორენტინოს ფილმის, „პარტენოპას“ პრემიერას დაესწრო. 57 წლის ვენსანი და 27 წლის ნარა ფოტოგრაფების ობიექტივში სიხარულით პოზირებდნენ და ემოციებსა და აღტაცებას ვერ მალავდნენ.
ამ დღეს ნარას გრძელი შავი კაბა ამშვენებდა, ვენსანი კი ლურჯ კოსტიუმში იყო გამოწყობილი.
შეგახსენებთ, 2018 წლის კანის კინოფესტივალი სადებიუტო იქცა კასელისა და მისი ექს-მეუღლისთვის, ტინა კუნაკისთვისაც, რომელსაც მსახიობი გასულ წელს დაშორდა.