LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წლის 10 ყველაზე უსაფრთხო პრემიუმ კლასის ავტომობილი

236

2018 წლის პრემიუმ კლასის ყველაზე უსაფრთხო ავტომობილების გამოვლენაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნაციონალურმა ადმინისტრაციამ (NHTSA) და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სადაზვევო ინსტიტუტმა (IIHS) იზრუნეს.

ტოპ ათეულში ბევრი ახალი ავტომობილი მხოლოდ იმიტომ ვერ მოხვდა, რომ ჯერ ქრაშ-ტესტების გავლა ვერ მოასწრეს.

უსაფრთხოების რეიტინგის ლიდერი პრემიალური სედანი Acura RLX გახდა. მან შეჯახების ტსტებში საუკეთესო შედეგები აჩვენა. ის აღჭურვილია ავარიის შემაჩერებელი სხვადასხვა ფუნქციით: ESP, EBA და ბრმა ზონების მონიტორინგის სისტემით.

მეორე ადგილზე Audi A3 გავიდა, სამეულს კი Audi A4 ასრულებს, რომელმაც NHTSA-სა და IIHS-ის ტესტებში შესანიშნავი შედეგები აჩვენა.

პირველ ხუთეულში ასევე Genesis G80 და Genesis G90 შევიდნენ, რომლებსაც შესანიშნავი უსაფრთხოება აქვთ როგორც ქალაქის პირობებში ისე ტრასაზე, თუმცა ეს უკანასკნელი NHTSA-ს ჯერ არ გამოუცდია.

შემდეგ მოდიან Lexus ES და Lexus IS, რომელბსაც უკვე საბაზო კომპლექტაციაში აქვთ უსაფრთხოების სისტემების უზარმაზარი ჩამონათვალი.

ჩამონათვალს Mercedes-Benz E-Class აგრძელებს, თუმცა, უსაფრთხოების ზოგიერთი სისტემა მხოლოდ დამატებითი ფუნქციის სახით არის ხელმისაწვდომი.

და ბოლო, 2018 წლის ყველაზე უსაფრთხო პრემიუმ კლასის ავტომობილების ჩამონათვალს Volvo V60 და Volvo S60 ასრულებენ.

გარდა ქრაშ-ტესტებისა, რეიტინგის შედგენისას მოხდა ფარებისა და EBA სისტემის ეფექტურობის გათვალისწინება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები