ასტროლოგების მტკიცებით, ძაღლის წელიწადი საკმაოდ მშვიდი და ჰარმონიული იქნება, ამიტომ განსაკუთრებული ემოციების გამოვლენა ან რადიკალური ცვლილებების განხორციელება არც სასიყვარულო ფრონტზე გაამართლებს.
ვერძი – გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და თავშეკავება. მართალია, ერთი შეხედვით საკმაოდ სტაბილური ურთიერთობა გაქვთ, მაგრამ პარტნიორის გულგრილობა და უემოციობა მაინც ხშირად გაღიზიანებთ. ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას, ეცადეთ გაერკვეთ და უთანხმოების მიზეზი პირველ რიგში საკუთარ თავში მოძებნოთ. მათ კი, ვინც ჯერ კიდევ სიყვარულის მოლოდინშია ძაღლის წელიწადში აუცილებლად გაუმართლებს.
კურო – ძაღლი ყველაზე ერთგული ცხოველია და ძალიან არ უყვარს ღალატი, ამიტომ თუ გვერდზე აპირებთ რომანის გაბმას, კარგად დაფიქრდით, რადგან საინტერესოდ დაწყებული თავგადასავალი აუცილებლად სკანდალით დასრულდება, თქვენ კი, გვიან მიხვდებით, რომ აბსოლუტურუდ უაზროთ შეიქმენით არასასურველი პრობლემები.
ტყუპები – ენდეთ ინტუიციას და 2018 წელი აუცილებლად ბედნიერების მომტანი იქნება, რადგან ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ნაცნობობა საბოლოო ჯამში გარდამტეხი აღმოჩნდება. მათ კი, ვისაც ძველი ურთიერთობის აღდგენა სურს, მეტი სიფრთხილის გამოჩენა მართებს, რადგან წარსულის გახსენება ყოველთვის სასიამოვნო არ იქნება.
კირჩხიბი – მართალია, დიდი სიყვარული გეწვევათ, თუმცა რომანი მხოლოდ წელიწადს გაგრძელდება, მერე კი, ისევ ძველ პარტნიორს დაუბრუნდებით და არაა გამორიცხული ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ ქორწინებაზეც დაფიქრდეთ. ის კი, ვინც ჯერ ისევ ერთგული პარტნიორის ძიებაშია, უკეთესია ყურადღება კოლეგებს ან იმ ადამიანებს მიაქციოს, ვისთანაც მანამდე მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა.
ლომი – ფუჭად ნუ დაჯარჯავთ საკუთარ გრძნობებს, ნუ გაერთობით იმ ადამაინებთან ურთიერთობით, ვინც არ იმსახურებს თქვენს ყურადღებას, გამოიჩინეთ მოთმინება და აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, ვინც გულწრფელად უპასუხებს თქვენს გრძნობებს.
ქალწული – ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, ეცადეთ გაიჩინოთ ნაცნობობის ახალი წრე, რადგან მხოლოდ ასე იპოვით თქვენს რჩეულს, მან კი, ვისაც დიდი ხნის ურთიერთობა აქვს, კომპრომისზე წასვლა და საკუთართან ერთად პარტნიორის სურვილების გათალისწინებაც უნდა ისწავლოს.
სასწორი – წვრილმანი უთანხოება ნამდვილად არ ღირს სკანდალის მოწყობად და რომანის გვერდზე გაბმის სურვილად. უკეთესია, დაივიწყოთ უსიამოვნებები და 2018 წელს მეტი დრო დაუთმოთ პარტნიორს, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ სტაბილური ურთიერთობის შენარჩუნებას.
მორიელი – თავი შეიკავეთ ლიდერობისა და ზედმეტად უხეში გამონათქვამებისგან, არ ღირს უმიზეზოდ ეჭვიანობაც, რადგან მართლაც წარმატებული წელი გელით. ნუ შეგეშინდებათ ცხოვრების, თამამად შეხვდით ცვლილებებს და არაა გამორიცხული წარსული აბსოლუტურად განახლებულად დაგიბრუნდეთ.
მშვილდოსანი – გაერკვიეთ საკუთარ გრძნობებში და გადაწყვიტეთ რა გინდათ. არაა გამორიცხული შეხვედრამ ძველ პარტნიორთან იმაზე მეტი გრძნობა და ემოცია გამოიწვიოს, ვიდრე თავად ელოდით, სინანულით გაიხსენოთ წარსულის შეცდომები და ყველაფრის თავიდან დაწყების სურვილი გაგიჩნდეთ.
თხის რქა – მართალია, გაგიმართლებთ და სიყვარულთან ერთად ნამდვილ მეგობარსაც იპოვით, მაგრამ გარკვეული უსიამოვნებების დაძლევა მაინც მოგიწევთ. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რათა არ შეცდეთ ადამიანებში და ფუჭად არ დახარჯოთ საკუთარი გრძნობები. მათ კი, ვისაც ხანგრძლივი ურთიერთობა აქვს, უკეთესია მის გადახალისებაზე იზრუნოს, რადგან ნებისმიერი იდეალური ურთიერთობა ერთ დღეს მოსაბეზრებელი ხდება.
მერწყული – თქვენთვის 2018 წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება. გაგიმართლებთ პირად ცხოვრებაშიც, თუმცა არ ღირს სულსწრაფობის გამოჩენა და მეორე პაემანზევე ოჯახის შექმნის გადაწყვეტილების მიღება, რადგან ასე მხოლოდ პარტნიორს დააფრთხობთ.
თევზები – გარკვეული პრობლემები შეექმნებათ დაქორწინებულ წყვილებს, თუმცა მოთმინებისა და კეთილგონიერების წყალობით სწრაფად დაძლევთ ყველა პრობლემას. იმ შემთხვევაში კი, თუ ახალ პარტნიორს აირჩევთ ურთიერთობისთვის, ნუ ეცდებით მისი წარსულის კვლევას, რადგან მთავარი თქვენ შორის ურთიერთობაა და არა წარსული რომანები.