LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2019 წელს საკოლექციო დანიშნულების ხუთლარიანი ნომინალის მონეტა გამოვა

5l__a

საქართველოს სახელმწიფო ბანკის ასი წლისთავთან დაკავშირებით, 2019 წელს საკოლექციო დანიშნულების ხუთლარიანი ნომინალის მონეტის გამოშვება მოხდება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

“2019 წელს სრულდება საქართველოს სახელმწიფო ბანკის დაარსებიდან ასი წელი. ჩვენ მომავალ წელს ამ საიუბილეო თარიღის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს ვგეგმავთ, რომელზეც დრო და დრო საზოგადოებას მოვახსენებთ. ასევე, ამ მოვლენის აღსანიშნავად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა საკოლექციო დანიშნულების ხუთლარიანი ნომინალის მონეტის გამოშვება. გამოცხადდა კონკურსი, გამოვლინდა გამარჯვებული დიზაინიც და ეს მონეტა მომავალი წლის ბოლოს გამოვა. ვფიქრობ, კოლექციონერებს აუცილებლად დააინტერესებთ ეს თემა, რადგან დროთა განმავლობაში უკვე ძალიან დიდი ინტერესი არის ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული საკოლექციო მონეტების მიმართ და ძალიან დიდი მოთხოვნა არის ამ მონეტებზე. კიდევ რამდენიმე ძალიან საინტერესო მონეტა იქნება გამოშვებული შემდეგ წელს”,- განაცხადა გვენეტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g