LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2019 წლის პროგნოზი აღმოსავლური ჰოროსკოპის ნიშნებისთვის

sofia bzekalava

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა იმაზე გვესაუბრა, თუ როგორი იქნება 2019 წელი აღმოსავლური ჰოროსკოპის ნიშნებისთვის.

გავიხსენოთ, როგორი ტიპაჟია ღორი, არ უყვარს ქაოსი, უყვარს სახლი, კომფორტი და ადამიანები, რომლებიც არ იტყუებიან და არიან საიმედოები, ვერ იტანს მატყუარებსა და აფერისტებს, ინტრიგების მხლართავებს. არ უყვარს ფეთქებადი და აგრესიული ადამიანები, ანუ ვინც ასეთი ტიპის წლის მფარველობის ქვეშაა, ღოსითვის მიუღებელია.

რთული წელი ექნება მაიმუნს, არასაიმედო ადამიანი და ეგოისტია და იმიტომ. ის ყოველთვის ცდილობს, თავისთვის მომგებიანი სიტუაცია შექმნას და არაფრად უღირს პრიორტეტების, გარემოს, ადამიანების შეცვლა. ღორს ეს არ მოსწონს, ამიტომ მაიმუნის წლით დაბადებულებს ვურჩევ, მოეშვან ინტრიგებს,  გახდნენ უფრო გულწრფელები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ასე მოიქცევიან, ექნებათ წარმატებები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი გამოუვათ ამ წელს, ექნებათ წარმატებები, მაგრამ დათმობების ხარჯზე.

ამ წლის კიდევ ერთი აუტსაიდერია ვირთხა, რადგან ის ცოტა აგრესიულია, ბუნებიდან გამომდინარე. მათ ვურჩევდი ცოტა მეტ გახსნილობას, რადგან ღორი არის კეთილი და დიდსულოვანი და მისი თამაშის წესებს უნდა მოერგონ.

ცოტა რთული წელი შეიძლება იყოს გველისთვის, რადგან მასაც ახასიათებს მიდრეკილება ინტრიგებისკენ. თუ ისინი იქნებიან გახსნილები და გულწრფელები, თუნდაც ახლო წრის მიმართ, არ ექნებათ პრობლემები.

მეტ-ნაკლებად რთული წელი შეიძლება იყოს დრაკონისთვის, ის არ არის ქვეშ-ქვეშა და ინტრიგების მოყვარული, მაგრამ არის ფეთქებადი და ხმაურიანი ადამიანი. ამიტომ აქაც იქნება საჭირო ბალანსის დაცვა.

ვეფხვისთვის იქნება ასევე რთული, რადგან შემტევი ხასიათი აქვს.

კარგი წელია მამლისთვის, რადგან მამალი მშრომელია, ზრუნავს ოჯახის წევრებზე, მისთვის პრიორიტეტიაახლობელი ადამიანები.

რასაკვირველია, ყველაზე მეტად პრიორიტეტულია ღორის წელში დაბადებული ადამიანი და მისთვისაა ეს წელიწადი საუკეთესო.

ღორს ასევე მოსწონს კატა-კურდღელი, რომელიც მისთვის კომფორტული ტიპაჟია, ხარი, რომელიც ძალიან მშრომელია და ღორს ძალიან ესიმპათიურება. ესენი იქნებიან ამ წლის ფავორიტი ნიშნები. ეს ის ნიშნებია, რომლებიც მეტ-ნაკლებად შეესაბამება ღორის ხასიათს.

დანარჩენებს რაც შეეხება – თხისთვის ცუდი წელი არაა, მაგრამ უყვარს გარშემო მყოფების გამოყენება და მათთან მიწებება და ეს თვისება ღორს არ მოსწონს. ხანდახან გულწრფელობაში მოიკოჭლებს ცხენი, კარგი სიტუაციის მოყვარულები არიან და ამის მიხედვით არჩევენ მეგობრებსაც… ძაღლის წელში დაბადებულისთვის კი არაა რთული, ძალიან ნორმალური წელიწადი იქნება, რადგან მას და ღორს ბევრი ერთნაირი თვისება აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g