მხატვარსა და და გერმანისტს, ფიქრია [ტოტოშკა] მუსერიძეს, რომელიც 47 წლის ასაკში გარდაიცვალა, ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან.
ფიქრია მუსერიძის პანაშვიდი ვაკის სამების ტაძარში 23 აპრილს გაიმართება, 24 აპრილს კი მას ამავე ტაძრიდან გამოასვენებენ და უკანასკნელ გზაზე გააცილებენ.
გარდაცვლილ მხატვარს მეგობრები და ახლობლები საჯაროდ ემშვიდობებიან, მის შესახებ სხვადასხვა ისტორიას იხსენებენ და „ფეისბუკში“ ემოციურ პოსტებს უძღვნიან.
„ალბათ, ნახევარი საუკუნეც რომ იცოცხლო, ამდენ სიყვარულს, სიკეთესა და სილამაზეს ვერ დატოვებ ამქვეყნიურ ცხოვრებაში, რაც ჩვენმა ტოტოშკამ დაგვიტოვა.
მსგავსი – სულიერი, ფიზიკური და შემოქმედებითი სილამაზით სავსე ადამიანი – მე არ მინახავს.
ბრწყინვალე შვიდეულის კვირას უფალს მიეახლა და ჩვენს მფარველ ანგელოზად გარდაისახა. უფალს ებარებოდე, ჩემო ანგელოზო“, – წერს ნინო კაციტაძე.
ალბათ ნახევარი საუკუნეც რომ იცოცხლო, ამდენ სიყვარულს, სიკეთესა და სილამაზეს ვერ დატოვებ ამქვეყნიურ ცხოვრებაში, რაც…
Posted by Nino Kacitadze on პარასკევი, 17 აპრილი, 2026
„ტოტოშკა, არ მჯერა, რომ შენთან დამშვიდობება მიწევს… მადლობა, ყველა მოგონებისთვის, სითბოსთვის და სიყვარულისთვის. ტოტ, შენ ყოველთვის ჩემს გულში იქნები.
მიყვარხარ ჩემო ერთგულო და უანგარო მეგობარო, შეხვედრამდე“, – წერს მისი მეგობარი სოციალურ ქსელში.
🕊ტოტოშკა🕊 არ მჯერა რომ შენთან დამშვიდობება მიწევს.. 🕊😭😭💔 მადლობა, ყველა მოგონებისთვის🕊 სითბოსთვის და…
Posted by Rus Ka on შაბათი, 18 აპრილი, 2026
„მეორე დღეა გონება რეალობის დაბლოკვას ცდილობს. იმ რეალობის დაბლოკვას რომელიც წარმოუდგენელია… იმ რეალობის დაბლოკვას რომელსაც ვერ ვცვლი…
ბავშვობიდან მოყოლებული ჩემთვის როგორც ხორციელი ისე სულიერი სილამაზის საზომია ტოტოშკა (წარსულში ვერც და არც ვილაპარაკებ). ყველაზე ლამაზი, კეთილი, მზრუნველი და მებრძოლი. ჯერ კიდევ საკმაოდ პატარა ასაკში მითხრა რომ ადამიანის მთელი ცხოვრება ბრძოლაა. სწორედ ამ ცხოვრებას გამოუცხადა რომ არასდროს დანებდებოდა და არ მიიღებდა იმ რეალობას რისი შეცვლაც შეეძლო. მე კი რაც საკუთარი თავი მახსოვს, მახსოვს ტოტოშკა და მისი შეუპოვარი ბრძოლა ცხოვრებასთან რომელსაც ყოველთვის ის იგებდა და მე მორიგჯერ აღფრთოვანებული ვიყავი მისით. პირობა შეასრულა ისე როგორც ყველა პირობა. სულ მიკვირდა როგორ ახერხებდა ყოფილიყო ერთდროულად ასეთი ნაზი და ამავდროულად ასეთი შეუპოვარი ხასიათის. “არასდროს იდარდო იმაზე რისი შეცვლაც შეგიძლია. ყველაფერი გააკეთე იმისთვის რომ შეცვალო ის რისი შეცვლაც გინდა.”
ვერასდროს მივიღებ იმ რეალობას სადაც ის “აღარაა” . იმ რეალობას სადაც დედამიწას არაადამიანები ამძიმებენ და ამ დედამიწაზე სილამაზით და სიკეთით სავსე ტოტოშკას „ადგილი არაა“. ეს ის რეალობაა რომელსაც ვერ ვცვლი და ამაზე დარდის უფლებას ალბათ მომცემდა…
ყველაზე ლამაზი და მაგარი გოგო ხარ შენ და ეს სულ ასე იქნება. ძალიან მიყვარხარ“, – წერს ადვოკატი მარიამ ჩხეიძე სოციალურ ქსელში.
მეორე დღეა გონება რეალობის დაბლოკვას ცდილობს. იმ რეალობის დაბლოკვას რომელიც წარმოუდგენელია… იმ რეალობის დაბლოკვას…
Posted by Mariam Chkheidze Cule on შაბათი, 18 აპრილი, 2026
„დედამიწაზე კი ანგელოზი იყო“, – წერს ფიქრია მუსერიძის კიდევ ერთი მეგობარი სოციალურ ქსელში და მის ფოტოს აქვეყნებს.
დედამიწაზე კი ანგელოზი იყო 💔 Totoshka Gio ❤️❤️❤️
Posted by Margo Tch on პარასკევი, 17 აპრილი, 2026
„ყველაზე ლამაზი ფიქრია მუსერიძე, ჩვენი ტოტოშკა…
ჩვენი ბავშვობა, ულამაზესი ტოტოშკა“, – წერს თეა ცხადაძე და არქივიდან, მეგობართან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
ჩვენი ბავშობა, ულამაზესი ტოტოშკა. 😭💔🙏 Totoshka Gio
Posted by Tea Kupata Cxadadze on პარასკევი, 17 აპრილი, 2026
„შეხედეთ, რა ლამაზია… მასზე „იყო“-ს თქმა როგორ უნდა შევძლო…?! მძიმეა საერთოდ რამის ამოთქმა… იყინები, რომ არ იგრძნო… მოცემულობის მიღება არ გინდა და ფიქრებს განდევნი…
პირველი კლასიდან მოყოლებული კადრები ჩნდება და ქრება წარმოსახვაში…
მე მაინც მჯერა – მან ისეთივე ულამაზეს სამყაროში გადაინაცვლა, როგორიც თვითონ არის. იქ იმაზე ბევრად მშვიდი, ბედნიერი და ნაზრუნი იქნება, ვიდრე თავად ზრუნავდა მთელი არსით მის გვერდით მყოფ ადამიანებზე…“ – წერს ქეთი მემანიშვილი.
ფიქრია მუსერიძე 1978 წლის 27 ივლისს, თბილისში დაიბადა.
უმაღლესი განათლება ჯერ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, სადაც ჰუმანიტარული ხელოვნება და დეკორატიული დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობდა, შემდეგ კი ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტში, გერმანისტიკის მიმართულებით განაგრძო სწავლა.
ფიქრია მუსერიძის შემოქმედება მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა – ნამუშევრებს ქმნიდა თექასა ქსოვილზე [ბატიკა], ქმნიდა ხელნაკეთ სამკაულებსა და აქსესუარებს, მისი მთავარი მიმართულება იყო აბსტრაქცია და დეკორატიული მხატვრობა.
ფიქრია მუსერიძის ნამუშევრები სხვადასხვა პერიოდში გამოფენილი იყო არაერთ გალერეაში, ამასთან, ქართველი მხატვრის ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში.
