LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2019 წლის ყველაზე უსაფრთხო ავტომობილები

145
tslmxscr

ორგანიზაცია Euro NCAP-მა ყველაზე უსაფრთხო ავტომობილების ყოველწლიური რეიტინგი შეადგინა. 2019 წლის გამარჯვებულები 5 კატეგორიაში შეარჩიეს, მათ შორის ევროპული კლასი, ჰიბრიდის სეგმენტი და ელექტრონული ავტომობილი.

2019 წელს Euro CNAP-მა 55 ავტომობილი დატესტა და მათგან 41-მა უმაღლესი შეფასება – 5 ვარსკვლავი დაიმსახურა. ამასთან, გასული წლის მსგავსად ყველაზე უსაფრთხო ავტომობილის წოდება „კომპაქტურ საოჯახო მანქანებს“ შორის – Mercedes-Benz CLA-ს ხვდა. დიზაინერულ სედანში მგზავრთა უსაფრთხოება 96%-ითაა დაცული, ბავშვებისა და ფეხითმოსიარულეების უსაფრთხოება კი – 91%-ით.

კატეგორიაში „დიდი ყველგანმავალი“ –Tesla Model X-მა გაიმარჯვა. კიდევ ერთი „ტესლა“ სედანი Model 3 საუკეთესო ერთდროულად ორ კატეგორიაში გახდა – „ყველაზე უსაფრთხო ჰიბრიდი“ და „დიდი საოჯახო ავტომობილი“.

საუკეთესო კომპაქტური კროსოვერი  -Subaru Forester გახდა, კრაშ-ტესტების მიხედვით მეორე ადგილი Mazda CX-30-ს ხვდა წილად.

სუპერ-კომპაქტურ საქალაქო ავტომობილთა შორის Audi A1 და Renault Clio ლიდერობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები