LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში ჯილდოსა და პრემიის სახით ჯამში 65,920 ლარი გაიცა

58
ipiccy-image

2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში ჯილდოსა და პრემიის სახით ჯამში 65,920 ლარი გაიცა, რომლის ძირითადი ნაწილი – 56,370 ლარი ქვემო ქართლის ადმინისტრაციაზე მოდის,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, საიდანაც ასევე ირკვევა, რომ ჯილდო და დანამატი ქვემო ქართლის მხარეში, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეების ზვიად ჭუნაშვილისა და კახაბერ კობერიძის გარდა, არც ერთ სხვა რწმუნებულსა და თანამდებობის პირს არ აუღია. ჭუნაშვილმა ჯილდოსა და დანამატის სახით მიიღო ჯამში 10,050 ლარი, კობერიძემ კი დანამატის სახით – 4,000 ლარი.

„2020 წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში შრომის ანაზღაურების სახით ჯამში 4,297,151 ლარი გაიცა. 2020 წელს დანამატი, ჯილდო და პრემია არ გაუციათ გურიის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის ადმინისტრაციებში.

2020 წელს გაცემული შრომის ანაზღაურება ჯამში 49,459 ლარით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს, თუმცა მნიშვნელოვნად შემცირდა ჯილდოსა და სახელფასო დანამატის მოცულობები”, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სახელმწიფო რწმუნებულის 9 ადმინისტრაციაში 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 276 ადამიანი მუშაობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები