LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წლიდან ქვეყანაში დიზელის საწვავის ხარისხი ევრო 5 სტანდარტამდე აიწევს

386
1483354308415706

2020 წლის 1-ელი იანვრიდან ქვეყანაში დიზელის საწვავის ხარისხი ევრო 5 სტანდარტამდე აიწევს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან დიზელის ხარისხის სტანდარტი ევრო 4 სტანდარტს შეესაბამება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2019 წელს საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება ჰაერის ხარისხის მართვის ევროპული სტანდარტების დასანერგად და სამრეწველო ობიექტებიდან ჰაერის დაბინძურების სანქციების გამკაცრებისთვის.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის ევროპული პრინციპების დანერგვისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნების შესრულების მიზნით, ძირეული ცვლილებები განხორციელდება „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში. მნიშვნელოვნად გაიზრდება სამრეწველო სექტორიდან ჰაერის დაბინძურებისთვის დადგენილი სანქციები. დღეისთვის არსებული ჯარიმები იმდენად მცირეა, რომ მას პრაქტიკულად არანაირი შემაკავებელი ეფექტი არ გააჩნია“, -აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის ინფორმაციითვე, ქვეყანაში შეიქმნება ავტომობილების გამონაბოლქვის სტანდარტების განმსაზღვრელი საკანონმდებლო ბაზა, რის საფუძველზეც, კონკრეტულ სტანდარტზე მაღალი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების იმპორტი ქვეყანაში აიკრძალება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g