LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სოცქსელში ვრცელდება კომენტარები, რომ მე ვარ არალეგალი და უნდა გამაგდონ ამ ქვეყნიდან…ერთ-ერთმა ქალბატონმა ნიუ-ჯერსის პოლიციაც მოთაგა“ – ნინი შერმადინი

9053
ნინი შერმადინი

ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და იმ გზის შესახებ ჰყვება, რომელიც მან გაიარა.

ნინი ამბობს, რომ 14 წელია ემიგრაციაშია, აშშ-მ კი მას მიანიჭა ექსტრა ორდინალური ტალანტით დაჯილდოვებული ადამიანებისთვის განკუთვნილი მწვანე ბარათი, შესაბამისად, მომღერალი უკვე ამერიკის მოქალაქეა.

„ამ 14-მა წელმა სრულად გარდამქმნა, დღეს უკვე 3 შტატში მაქვს ჩემი მუსიკალური სტუდია, 80 ბავშვზე მეტია, 80-ვემ იცის ქართული…

ყოველი დღე, რაც ემიგრაციაში მაქვს გატარებული, არ ყოფილა დღე ჩემს სამშობლოზე არ მეფიქრა…როგორ გამოვადგე ქართველებს, როგორ დავეხმარო…“ – აღნიშნავს ნინი.

მომღერალი ასევე საზოგადოებაში არსებულ პოლარიზაციაზე საუბრობს და ეხმაურება კომენტარებს, რომლებიც მისი მისამართით დაწერეს.

„სოცქსელში ვრცელდება ასეთი კომენტარები, რომ მე ვარ არალეგალი და უნდა გამაგდონ ამ ქვეყნიდან…ერთ-ერთმა ქალბატონმა ნიუ-ჯერსიც პოლიციაც მოთაგა, რომ გააგდეთ ამერიკის ჰეითერი აქედანო, რა ეპითეტებით მიდის ჩემი შეფასება აღარ დავიწყებ,“ – ამბობს მომღერალი.

ნინი შერმადინი აღნიშნავს, რომ ის პოლიტიკური მხარე არ არის.

„იმ მთავრობასაც ვაპროტესტებდი, როცა ძალადობდნენ და დღესაც რაც არ მომწონს ამასაც ხმამაღლა ვაფიქსირებ,“ – თქვა ნინიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g