მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებენ დაეხმარონ ქალს, რომელიც საფრანგეთში მკურნალობს, ამჟამად კი საქართველოში შვილებთან დაბრუნება სურს.
როგორც ტექსტში ვკითხულობთ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და სურს დარჩენილი დრო შვილებთან გაატაროს.
„მეგობრებო ჩემი დისთვის არ გთხოვთ დახმარებას, ჯვარი სწერია და 100 წელი იყოს ჯანმრთელად! ამინ. ანუკის პოსტი დავაკოპირე სიტყვა-სიტყვით, ანუკის დას ლიკას ჭირდება დახმარება.
გთხოვთ, ერთხელ კიდევ დაგვიდგეთ გვერდით.
ჩემი და როგორც იცით ახლა საფრანგეთშია, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. იმედის მომცემი არაფერიაა , გვითხრეს რომ აზრი არ აქვს არაფერს , მხოლოდ სასწაულიის იმედად ვართ.
ის არ ნებდება იბრძვის სიცოცხლისთვის და ახლა მხოლოდ ერთი სურვილი აქვს — ცოცხალი დაბრუნდეს სამშობლოში, თავის შვილებთან, რომ დარჩენილი დრო მათ გვერდით გაატაროს…
ჩემმა დამ შვილი სიცოცხლის ფასად გააჩინა. ორსულობის მიუხედავად, უმძიმეს მდგომარეობაში გაიარა ყველაფერი და პატარა სამყაროს მოევლინა. დღეს კი დედას მხოლოდ ის უნდა, რომ კიდევ ერთხელ ჩახედოს შვილებს თვალებში, მოეფეროს და მათ გვერდით იყოს…
სამწუხაროდ, ახლა ფეხზე ვეღარ დგება და დამოუკიდებლად მგზავრობა შეუძლებელია. მისი საქართველოში ჩამოსაყვანად რეანიმობილია საჭირო, რომლის ღირებულებაც 27 000 ლარია.
ეს თანხა ჩვენს ოჯახს არ აქვს… და ამიტომ ახლა ყველაზე რთულ მომენტში დახმარებას გთხოვთ.
ვინც რამდენსაც შეძლებთ — 1, 5, 10 ლარსაც კი — თითოეული დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.
თუ თანხით ვერ დაგვეხმარებით, გთხოვთ, ეს პოსტი უბრალოდ გააზიაროთ. შესაძლოა, სწორედ თქვენმა გაზიარებამ მიაღწიოს იმ ადამიანამდე, ვინც ჩემი დის სახლში დაბრუნებას შეძლებს.
ჩვენ ფულზე მეტს არ ვითხოვთ…
ვითხოვთ, რომ დედას შვილებთან დაბრუნების შანსი მივცეთ.
გთხოვთ, არ დაგვტოვოთ მარტო ამ ბრძოლაში.
ღმერთმა თითოეულ ადამიანს ასმაგად დაგიბრუნოთ გაწვდილი ხელი.
დედას სახლში დაბრუნება უნდა… თავის შვილებთან.
გთხოვთ, დაგვეხმარეთ, რომ ეს უკანასკნელი სურვილი ავუსრულოთ. (საქართველო) (GE68BG0000000586378651 ) (თბს) (GE69TB7224845068100046) (მიმღები ა.კაკაბაძე )პირადი, 01401125431ა, კაკაბაძე )“, – წერს ნინი შერმადინი.
