LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დედას”…დღეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი სიმღერის პრემიერაა” – ნინი შერმადინი ვიდეოს გვიზიარებს

614
befunky-collage-2024-03-02t225001.597-2024-03-02_22-50-11_171563

ნინი შერმადინმა დედას სიმღერა მიუძღვნა.

მომღერალმა პრემიერის ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მის ავტორს კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილს მადლობა გადაუხადა.

,,დღეს პრემიერაა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი სიმღერის “დედას” რომელიც ტექსტიც და მუსიკაც ჩემმა უსაყვარლესმა და უნიჭიერესმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა დამიწერა და მაჩუქა! მთელი ცხოვრება რანაირადაც არ უნდა მოვინდომო, ვერასდროს გადავუხდი მადლობას ისე, როგორც იმსახურებს! მაი ძალიან მიყვარხარ, გენიოსი ხარ!

ჩემი ბუთხუზა ფისო ნამდვილად იმსახურებდა ასეთ სიმღერას. ფოტოსესიის გადასაღებად მივედით ქალაქის თეატრში მე და გიო ცაავა, მოვასმენინე დემო ვერსია სიმღერის და იქვე ერთ დუბლში გადავიღეთ, მეორედ ვერ შევძელი… ყველა დედიკოს გილოცავთ დედის დღეს, ღმერთმა 100 წელი გიმყოფოთ და ვინც სასუფეველშია, მათ სულს ნათელი დაადგეთ.

ასევე ჩემს ქართველ კვინსი ჯონსს, იგივე Boriko Boryzz Shkhiani-ს უღრმესი მადლობა, შენ გენაცვალე მე. გიგა ფროდაქშენს დიდი მადლობა, გიგა მიყვარხარ. დაგველოდეთ, მალე ნახავთ ძალიან ნამდვილ, გულწრფელ ვიდეოს”, – წერს ნინი.

სიმღერის პრემიერა რამდენიმე წუთში შედგება youtube-ზე.

ფოტოები: ულამაზესი „დუომოს“ ტაძარი და ერთ-ერთი უძველესი სავაჭრო გალერეა | ნინი შერმადინი მილანში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

ვიდეო: ნინი შერმადინმა ნიკო ნანიტაშვილთან ცნობილი სიმღერა „სიჭაბუკე“ შეასრულა – „როგორ უხდება მათი ხმები ერთმანეთს!..“

ფოტო: ,,ცეკვა წვიმაში…მილანი ძალიან ძალიან მიყვარს” – ნინი შერმადინი იტალიაში მოგზაურობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები