ნინი შერმადინი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.
„დიდი აღიარება: ნინი შერმადინი Crescendo International Competition-ის საქართველოს ეროვნული დირექტორი გახდა!
სუპერ სიახლე მუსიკალურ სამყაროში! მომღერალი და Art Hub Production-ის დამფუძნებელი ნინი შერმადინი ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციის, Crescendo Competitions-ის გუნდს შეუერთდა და ოფიციალურად დაიკავა საქართველოს ეროვნული დირექტორის პოზიცია!
„კრესჩენდო“ 2007 წლიდან ეხმარება 3-დან 24 წლამდე ნიჭიერ ახალგაზრდებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, აიხდინონ ოცნება და საკუთარი ნიჭი ნიუ-იორკის ლეგენდარულ Carnegie Hall-ში წარმოაჩინონ.
ნინი შერმადინი:
„დღეს ჩემთვის ძალიან ემოციური და საამაყო დღეა… დიდი პატივია წარმოვადგინო საქართველო, ჩვენი კულტურა და ნიჭიერი თაობა ამ მასშტაბურ პლატფორმაზე. ეს არ არის მხოლოდ პირადი წარმატება — ეს არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო ფართოდ გავაცნოთ მსოფლიოს ქართველი ბავშვების ნიჭი და შრომა. დროა ამერიკამ და მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახოs, თუ რა საოცარი და გამორჩეული ბავშვები ჰყავს ქართველ ერს! ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. გპირდებით ყველა ნიჭიერ ქართველ ბავშვს, ერთხელ მაინც დავაყენებ კარნეგის დიდ სცენაზე!..“
