LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი შერმადინი: „ვიღაცებმა დამცინეს, სანთელი რატომ დავუნთე და ღმერთს რატომ ვთხოვდი ილიას გამარჯვებას, თურმე სასაცილოა ვიღაცისთვის როცა ლოცულობ! უფლის რწმენა სასაცილო არაა, თუ ამაზე დამცინებთ, დამცინეთ!“

448
ნინი შერმადინი

„გუშინ ვიღაცებმა დამცინეს, სანთელი რატომ დავუნთე და ღმერთს რატომ ვთხოვდი ილიას გამარჯვებას. თურმე სასაცილოა ვიღაცისთვის როცა ლოცულობ! მეგობრებო, თუ კი ოდესმე რამე წარმატებისთვის მიმიღწევია მხოლოდ ლოცვით მივედი, უპატრონოდ, უფულოდ და უნაცნობოდ“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომღერალი, ნინი შერმადინი წერს და ილია თოფურიას ბრძოლას ეხმაურება.

„ძალიან განვიცდიდი, როცა ამას ქართველი მეუბნებოდა, გაოცებული დავრჩი, როდესაც ილიას მიმართაც იგივე კომენტარები ვნახე“ – რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი ილია თოფურიას ბრძოლის შემდეგ

მომღერალმა საზოგადოების იმ ნაწილსაც მიმართა, ვინც გუშინ გამოქვეყნებული პოსტის გამო გააკრიტიკა და დასცინა.

ნინი შერმადინის თქმით, ყველა განსაცდელის, თუ სნეულების დროს ლოცვა აძლიერებს:

„გუშინ ვიღაცებმა დამცინეს, სანთელი რატომ დავუნთე და ღმერთს რატომ ვთხოვდი ილიას გამარჯვებას. თურმე სასაცილოა ვიღაცისთვის როცა ლოცულობ! მეგობრებო, თუ კი ოდესმე რამე წარმატებისთვის მიმიღწევია მხოლოდ ლოცვით მივედი, უპატრონოდ, უფულოდ და უნაცნობოდ. იურმალაშიც ლოცვამ მიმიყვანა და ექს ფაქტორშიც. ორივე დროს გზაზე წმინდა გიორგის კულონი ვიპოვე და ისინი იყვნენ ნიშანი იმისა რომ მე გავიმარჯვებდი. ყველა ლაივის წინ სანთელს ვანთებდი და მივედი კიდეც ბოლომდე, რაც ფაქტობრივად წარმოუდგენელიც კი ეგონა ბევრს, მეც მათ შორის. ყველა განსაცდელის თუ სნეულების დროს ლოცვა მაძლიერებს. დიახ უფალი მოწყალეა და დიახ ლოცვას დიდი ძალა აქვს. ლოცვით იგებდნენ ომს ჩვენი წინაპრები. უფლის რწმენა, ღვთის სიყვარული სასაცილო არაა, თუ ამაზე დამცინებთ, დამცინეთ! დიდება უფალს!   
გუშინ სიკვდილს გადაურჩა ილია, მზად იყო ბოლომდე ებრძოლა და შეჰკვდომოდა ოქტაგონზე მეტოქეს! არ იყო ადვილი საყურებელი, არც გაყიდული მგონია თამაში, უბრალოდ ამერიკაში ტრამპი თავის დაბადების დღეზე, ქართველს არ გაამარჯვებინებდა. აქაც იგივე ვნახე, რაც სხვა კონკურსებში გამომიცდია, მაგრამ ეგ არაფერი. ილიას კი მინდა ვუთხრა, ყველა დაცემის შემდეგ კიდევ უფრო ძლიერი დგები! მიხარია, რომ გადარჩა! ბოლომდე ფეხზე იდგა, არც წაქცეულა! ლომია და ლომივით ბოლომდე იბრძოლა! ვამაყობ! მიყვარს და მეამაყება! თავი მაღლა ჩემპიონო! ძალიან გვიყვარხარ! მადლობა ყველაფრისთვის! მალე გამოჯანმრთელდი!“ – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები