LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან განვიცდიდი, როცა ამას ქართველი მეუბნებოდა, გაოცებული დავრჩი, როდესაც ილიას მიმართაც იგივე კომენტარები ვნახე“ – რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი ილია თოფურიას ბრძოლის შემდეგ

882
ნიკოლოზ ბასილაშვილი

თეთრ სახლში გამართულ, მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირებას, ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ეხმაურება.

„ინგა თოფურია შენ ხარ ყველაზე ძლიერი დედა ვისაც კი ვიცნობ, შენ გაგვიზარდე საოცარი შვილები, გვაჩუქე სრულიად ერს ილია თოფურია, ჩვენი სიამაყე“ – დედა თინათინის ემოციური მიმართვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰპასუხობს სოციალურ ქსელში გამოთქმულ იმ არაერთგვაროვან მოსაზრებებს, რომელიც ქართველი ჩემპიონის დღევანდელ დამარცხებას მოჰყვა.

„ამ თემასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთხელ მაქვს კომენტარი გაკეთებული. ყოველი წაგებული თამაშის შემდეგ ბევრი მწერდა და ახლაც მწერს, რომ თამაში გაყიდული იყო.

ადრე ეს თემა ყოველთვის გულთან ახლოს მიმქონდა და ძალიან განვიცდიდი, მით უმეტეს, როცა ამას ქართველი მეუბნებოდა. დღეს კი გაოცებული დავრჩი, როდესაც ილიას მიმართაც იგივე კომენტარები ვნახე.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩემთვის ფსონებზე მოტივირებული გულშემატკივრობა ნულის ტოლფასია“, – წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი „ინსტაგრამის“ სთორიში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები